logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
 ავსტრიული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ მიმართულ ძალისხმევას
ავსტრიული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ მიმართულ ძალისხმევას
15:37 08.05.2018
2018 წლის 7 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტი საქართველო-ავსტრიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ევროკავშირის საბჭოში ავსტრიის მოახლოებული თავმჯდომარეობის წინ (2018 წლის 1 ივლისიდან) მხარეებისათვის აქტუალური და პრიორიტეტული საკითხების განხილვას ემსახურებოდა.

ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრები გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან მიხაელ ლინჰარტთან, ფედერალური კანცელარიის ევროკავშირის სექციის ხელმძღვანელთან ალექსანდერ შალენბერგთან და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან პეტერ გოლდგრუბერთან.

აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ქვეყანაში გატარებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები და გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული აქტუალური თემები.

ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის შეუქცევად გზას ადგას და ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის, ავსტრიასთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა. ავსტრიის ევროკავშირში მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ავსტრიულ მხარეს დეტალურად გააცნო ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პრიორიტეტები, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივები და ამ პროცესში შემდგომი მხარდაჭერა სთხოვა.

მინისტრის მოადგილემ ავსტრიულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, ასევე ეთნიკური წმენდის პოლიტიკას, რომელსაც საოკუპაციო ძალა ახორციელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. აღნიშნა, რომ ამ ფონზე საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორების და მთლიანად, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზაცია არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი ქვეყნის პოზიციას, რომელსაც შეუძლია ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის სულ უფრო მჭიდრო კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით.

ავსტრიის ფედერალური მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ავსტრიულმა მხარემ დაადასტურა მზაობა ხელი შეუწყოს ქვეყნის ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამასთანავე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. ავსტრიული მხარე დადებითად გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ოპერატიულ ნაბიჯებს შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ორმხრივი ურთიერთობების კუთხით მხარეებმა აღნიშნეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების შემდგომი ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა და განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, განვითარების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, დადებითად შეფასდა ცალკეული მიმართულებებით გამოკვეთილი პოზიტიური დინამიკა, რაც კონკრეტულ, მიმდინარე თუ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში პოვებს ასახვას.

ავსტრიულ მხარესთან ასევე ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ასპექტებს.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ვენის დიპლომატიურ აკადემიაში ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე - "EU and Eastern Partnership: going beyond association?". ღონისძიებაზე, რომელსაც ექსპერტები, სტუდენტები და ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა "აღმოსავლეთ პარტნიორობასა" და იმ დადებით სარგებელზე, რომელიც ამ ინიციატივამ მოუტანა საქართველოს, ასევე ქვეყნის მიერ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებებსა და გამოწვევებზე. მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო ქართული მხარის ხედვა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან და გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს. ღონისძიების დასასრულს მან დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

სამუშაო ვიზიტის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა აგრეთვე ეუთოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროაკვშირის წარმომადგენლებს ეუთო-ს ფარგლებში მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა