logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის პროექტზე მუშაობა დასრულდა
იუსტიციის სამინისტროში შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის პროექტზე მუშაობა დასრულდა
18:14 07.05.2018
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობა დასრულდა. სამუშაო ჯგუფმა სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო მისიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შშმ პირთა გაერთიანებების (ჯამში 150-მდე არასამთავრო ორგანიზაციის) მონაწილეობით კანონპროექტი დღეს წარმოადგინა. ღონისძიება იუსტიციის სამინისტროში გაიმართა და მას თეა წულუკიანი უძღვებოდა. შეხვედრაში მონაწილეობდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

როგორც იუსტიციის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტი მხარეთა კონსენსუსის შედეგია და სახელმწიფო უწყებებმა, საერთაშორისო მისიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიდი შრომა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად. თეა წულუკიანის თქმით, სამუშაო ჯგუფი ელოდება „გაერო-ს განვითარების პროგრამის“ კანონპროექტის ფინანსურ გაანგარიშებას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება კანონპროექტის მთავრობისთვის წარდგენა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი შშმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება, მათი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს კონვენციის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაციაა.

კანონის პირველადი პროექტი მოამზადა კოალიციამ „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, რომელიც 28 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, შშმ პირების მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აერთიანებს. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობაში იუსტიციის სამინისტრო 2017 წელს ჩაერთო. მიმდინარე წლის მარტში პროექტის ამჟამინდელი რედაქცია, რომელზეც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმწიფო უწყებები იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციის ფარგლებში მუშაობდნენ, საბოლოოდ შეჯერდა და გადაწყდა, რომ აპრილში მის გარშემო საჯარო დისკუსია გახსნილიყო.

შშმ პირების უფლებების დასაცავად მყარი საკანონმდებლო გარანტიების შექმნას საქართველოს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაერო-ს 2006 წლის კონვენცია ავალდებულებს, რომლის რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის ბოლოს მოახდინა. კონვენციის დებულებების თანახმად, სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარ უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა სრული რეალიზება შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; ფინანსთა; საგარეო საქმეთა; კულტურისა და სპორტის; განათლებისა და მეცნიერების; ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების სამინისტროების წარმომადგენლები; მთავრობის ადმინისტრაცია; იუსტიციის უმაღლესი საბჭო; ტურიზმის ეროვნული სააგენტო; ცესკო; საჯარო სამსახურის ბიურო; იურიდიული დახმარების სამსახური; მთავარი პროკურატურა; სახალხო დამცველის აპარატი; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი; საერთაშორისო ორგანიზაციები: ბრიტანეთის საბჭო, გაერო-ს ბავშვთა ფონდი (UNICEF); „გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP); „World Vision − საქართველო“; „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება“ („GIZ“), „ევროკავშირი საქართველოსთვის“ (EU 4 JUSTICE), „გადავარჩინოთ ბავშვები“ (SAVE THE CHILDREN); „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო“ (USAD); აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათთვის სერვისების მიმწოდებელთა გაერთიანებები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩართული შშმ პირთა გაერთიანებებისა და მათთვის სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების სრული სია: „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“; „არტ ვეი“; ასოციაცია „ანიკა“; ასოციაცია „ქალი, ბავშვი და სოციუმი“; ასოციაცია „ჰანგი“; აფხაზეთის უსინათლოთა კავშირი „ჰერა“; „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, „ბრძოლა, უფლება, ადამიანი“; განვითარებისა და სოცრეაბილიტაციის ასოციაცია „თაირისი“; გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია; „ეი-დი-სი“; „ერთად თანასწორობისათვის“; „ვიმეგობროთ“; „თანადგომა წარმატებისათვის“, „იმერეთის ინვალიდთა კავშირი“, „ინვალიდ, პენსიონერთა, მრავალშვილიან და მარტოხელა დედათა კავშირი“; „კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“; „კახეთის შშმ პირთა ინტეგრაციის ცენტრი“, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, კოალიცია „შინმოვლა საქართველოში“, კულტურულ-სოციალური განვითარების საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ინტეგრაცია − 2008“; „მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“, „მარიანი“; „მზის შვილები“; „მომავალი იწყება დღეს“; „მშობელთა თანადგომისა და გაძლიერების ცენტრი“; „მშობელთა ხიდი“; „ნეიროგანვითარების ცენტრი“; „ნერვული დაავადებით დაავადებული ბავშვების მშობელთა ასოციაცია“; „პარსა“; „რეა“; „საქართველოს დღის ცენტრების ასოციაცია“; „საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტი“; „საოჯახო ტიპის საცხოვრებლის და მომსახურების განვითარება“; „საქართველოს ინვალიდთა ასოციაცია „აღორძინება“; „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“; „საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება“; „საქართველოს უსინათლოთა უფლებების დაცვის ასოციაცია“; „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია“; „საქართველოსუსინათლოთა კავშირის თა კავშირი“; „საჩხერის შშმ პირთა რეგისტრირებული კავშირი“; „სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი − თემი“; „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია“; „სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირი“; „სრულფასოვანი ცხოვრებისათვის“; „ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში − თბილისი“; „ფრანკლინ რუზველტის სახ. შშმპ კავშირი“; „ქალი და რეალობა“; „შშმ მეწარმეთა დასაქმების კავშირი“; „შშმ პირთა დღის ცენტრების მშობელთა კომიტეტი“; „შშმ პირთა ქალთა და დევნილთა ასოციაცია“; „შშმ ქალთა და შშმ ბავშვთა ასოციაცია „დეა“; „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“; „ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის“; „საპოვნელა“; „ფსიქიკური აშლილობისა და გონებრივი შეფერხების მქონე პირების ოჯახის წევრთა ს/ჯ; „შშმ პირთა და მათ მხარდამჭერთა ს/ჯ“; „შშმ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის კავშირი“; „დასავლეთ საქართველოს ჩერნობილელ ინვალიდთა კავშირი“; „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის“; „საგანმანათლებლო კავშირი „გელათი“; კავშირი „ია“; კავშირი „ორიონი“; „ცხუმ-აფხაზეთის ინვალიდთა კავშირი“; „ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის“; „შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრი „ალიანსი“; კავშირი „მშობელთა თანადგომა“; „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის“; „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“; „საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია“; „ბავშვთა ჰარმონიული განვითარების სახლი“; „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“; „აუტიზმის საზოგადოება“; „თანადგომა“; „ფონდი თაობა“; „თემი − სათემო ორგანიზაცია“; „საქართველოს აუტიზმის ასოციაცია“; „ინვალიდთა კლუბი“; „მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის“; „ნერგები − ინვალიდ ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ხელშემწყობთა კავშირი“; „ნერვული სნეულებებით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის არასამთავრობო კავშირი“; „საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია“; „საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია“; „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“; „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება“; „ჰემოფილიისა და დონორობის ასოციაცია“; „აისი − რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრი“; „საქართველოს აუტიზმის საზოგადოება;“ კავშირი „ნერგები“; შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრი „ალიანსი“; „ნაბიჯი ზუგდიდი“; „თერჯოლის რაიონის ინვალიდთა ასოციაცია“; სოციალური დახმარების ფონდი „ახალი სიცოცხლე“.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის