logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა
18:11 07.05.2018
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე 16-18 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს განსახილველი საკითხები და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. სხვადასხვა კანონპროექტებთან ერთად, ბიუროს სხდომაზე მთავრობის ინიციატივით მომზადებული ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი - „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ დარეგისტრირდა, რომლის განხილვისთვის წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განისაზღვრა. საკანონმდებლო პაკეტი 27 კანონპროექტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

ბიუროს სხდომაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს. „ბოლო პერიოდში მომხდარმა მოვლენებმა რადიკალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა და დაპირისპირების მძლავრი ტალღა შეიქმნა. რამდენიმე განცხადება გაკეთდა თითქოს და ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები კანონის მიუღებლობით იყო განპირობებული, რაც სიმართლიდან ძალიან შორსაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. მანვე კანონპროექტის ინიციატორებს, საბოლოო კონსულტაციებისთის, საკითხის კიდევ ერთი თვით გადაწევის წინადადებით მიმართა.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობის პროცესზე ისაუბრა. „ჩვენ არ დაგვიკლია ძალისხმევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები ამ უაღრესად მნიშვნელოვან რეფორმასთან დაკავშირებით. საზოგადოებაში აზრი ორად არის გაყოფილი, ვმუშაობთ იმისათვის, რომ დავაახლოვოთ ეს პოზიციები. სულ რამდენიმე კვირაში შევძლებთ რომ ამოვწუროთ რესურსი კონსესუსის მთელ რიგ საკითხებზე და შემდეგ ფართო საზოგადოებისთვის გამოვიტანოთ განსახილველად“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. მანვე საზოგადოებას მიმართა და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდა, არ გამოიყენონ ნარკოტიკული საშუალებები. „ჩვენ თითოეულ მოქალაქეს უნდა მოვუწოდოთ, არ მოიხმარონ არანაირი ნარკოტიკი! ე.წ. კლუბური თუ მსუბუქი ნარკოტიკების საფარქვეშ ვრცელდება და რეალურად არის სასიკვდილო შხამი, რომელიც საათების განმავლობაში კლავს. არ მოიხმაროთ არანაირი ნარკოტიკი! მესმის, რომ ამ მოწოდებას ერთ დღეში ნარკოტიკების მოხმარების შეწყვეტა არ მოყვება, მაგრამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ რისკი, რომლითაც თავიანთ საკუთარ სიცოცხლეს აყენებენ წამიერი სიამოვნების თუ რაღაც მოლოდინის გამო“.

აკაკი ზოიძის მოწოდებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც შეუერთდა. ეკა ბესელია საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, გამართულ ერთობლივ შეხვედრებსაც შეეხო. „მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა მთავრობასა და პარლამენტს შორის, ეს ხდება უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში. ასევე მუდმივი შიდა კონსულტაციებიც მიმდინარეობს იმისთვის, რომ ვიდრე მთავარი სხდომა დაინიშნება, იქამდე პოზიციების ჩამოყალიბება მოხდეს. გავაგრძელებთ მუშაობას რათა მივიდეთ საბოლოო კონსესუსამდე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ნარკოპოლიტიკის მიმართ ჩვენი გუნდის გზავნილი მკაფიოა და ეს არის სამი მნიშვნელოვანი პრინციპი. პირველი, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვახორციელებთ ისეთ ნარკოპოლიტიკას, რომელიც ორიენტირებულია პრევენციაზე და ახალგაზრდებს იცავს ნარკოტიკების ზიანისგან. მეორე, ჩვენ გვსურს კიდევ უფრო უკეთესი რეგულაციები შევქმნათ იმისათვის, რომ ნარკოდამოკიდებულმა პირებმა მიიღონ სათანადო დახმარება, მკურნალობა და რეაბილიტაცია და მესამე, ჩვენ გვსურს კიდევ უფრო მეტად დაუჭიროთ მხარი სამართალდამცავებს ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
„ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარემ გიგა ბუკიამ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიდგომებზე და გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. „ბოლო 4 თვეში ნარკოდანაშაულისთვის ქვეყანაში დაკავებულია 800-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 400-მდე პირი დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ქონა, გადაზიდვა და გავრცელებაზე. უპრეცენდენტო მასშტაბით მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 18 კგ-ზე მეტი ნარკოტიკია ამოღებული და მათ შორის, 400 გრამამდე ის ავადსახსენებელი მარილი“, - აღნიშნა გიგა ბუკიამ.

ბიუროს წევრებმა კანონპროექტის განხილვის ვადის ერთი თვით გადაწევას მხარი დაუჭირეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან