logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
კახა კალაძე რიყის პარკში ევროპის დღეების საზეიმო გახსნას დაესწრო
კახა კალაძე რიყის პარკში ევროპის დღეების საზეიმო გახსნას დაესწრო
18:12 05.05.2018
თბილისის მერი, კახა კალაძე რიყის პარკში, ევროპის დღეების საზეიმო გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ევროპის დღეები მიულოცა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩვენი მიზანი და სწრაფვა იმ დიდ ოჯახში გაწევრიანებაა, რასაც ევროპა ჰქვია. მესმის, რთულია ეს გზა, მაგრამ ერთიანი ძალიახმევით შევძლებთ რეფორმების გატარებას, ბარიერების გადალახვას, საბოლოოდ მივაღწევთ შედეგს და ვიქნებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ზუსტად ამის შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღეს თავისუფლად შეუძლიათ ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება ქართული პასპორტით, ყოველგვარი ვიზების გარეშე. ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროპელები ჩვენი მსოფლმხედველობით, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურით, ჩვენი წარსულით, ჩვენი ისტორიით. ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ. სწორედ ამით ვართ საინტერესო ყველასთვის. ბოლოს მინდა დავასრულო ზურაბ ჟვანიას სიტყვებით - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპის დღეების საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. იანოშ ჰერმანმა კახა კალაძეს ევროპის დღეების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში რიყის პარკში, „ევრო სოფელი“ მოეწყო. სტუმრებთვის, ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა შემეცნებითი, გასათობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა