logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
27 მაისს თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიხსნება
27 მაისს თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიხსნება
17:06 04.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის ფარგლებში, 27-28 მაისს ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს.



27 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნება დიასპორის ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ შემუშავებული ახალი სტრატეგიის ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას, დიასპორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიღწევების აღნიშვნას და იმავდროულად, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, ერთობლივი გზების დასახვას თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილებისა და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებისა და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად.


ფორუმზე მოწვეულ მონაწილეებს შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომოების ხელმძღვანელები, სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, საქართველოს ხელისუფლების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიის შემდეგ, გაიმართება თემატური სესიები შემდეგ სფეროებზე: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. თითოეულ თემატურ ჯგუფში მომხსენებლები დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგებიან და ფორუმის მონაწილეებს თავიანთ საქმიანობას და გამოცდილებას გააცნობენ. აღსანიშნავია, რომ თემატურ ჯგუფებში განხილული საკითხები და მოსაზრებები სამინისტროს სამომავლო გეგმებში, იმ პროგრამებსა და პროექტებში აისახება, რომლებიც დიასპორასთან მიმართებით სამომავლოდ განხორციელდება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა