logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიგა ბუკია: 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტისგან მხოლოდ უპატივცემულობის გამომხატველი განცხადებები გვესმის
გიგა ბუკია: 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტისგან მხოლოდ უპატივცემულობის გამომხატველი განცხადებები გვესმის
21:47 02.05.2018
საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, დღეს საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი უფლება, მოვალეობა და ვალდებულებაა, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. დებატები იმისაა რომ ოპოზიციამ-პოზიციამ, პარლამენტის წევრებს სხვადასხვა მოსაზრებები წარმოთქვან და თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ. ჩვენ, პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს, გვაქვს ეს ვალდებულება. ეს არის პოლიტიკური პროცესი და მე მიკვირს პრეზიდენტის ასეთი მიუღებლობა განსხვავებული აზრისა და პოზიციისადმი, მისი დამოკიდებულება და ემოციური გადაწყვეტილება. ვისურვებდი რომ ის დაბრუნდეს, რადგან ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება, მით უფრო იმ ფონზე, როცა 5 წლის განმავლობაში მისგან მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უპატივცემულობის გამომხატველი განცხადებები გვესმის. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვერცერთი ფაქტი ვერ იქნება დასახელებული იმის მაგალითად, რომ რომელიმე კონსტიტუციურმა ინსტიტუტმა თავისი ვადა ბოლომდე არ ამოწურა, ან რომელიმე საკონსტიტუციო ინსტიტუტსა და მის ხელმძღვანელობას მუშაობაში ხელი შეეშალა. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის შემაჯამებელი მოხსენება, რომელიც ძალიან მოკლე, მაგრამ უსაფუძვლო ბრალდებებით იყო გაჯერებული. საერთოდ არ მოგვისმენია მის მიერ დანახული მომავლის ხედვა. პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით უნდა იყოს ობიექტური არბიტრი, გამაერთიანებელი.


სამწუხაროდ ეს თვისებები მას ვერ და არ აღმოაჩნდა. მან დღესაც გაიხსენა 2015 წელი, როცა ის მოუწოდებდა იმ პერიოდში კოალიციურ ერთობას, საკითხებზე სამსჯელოდ, თუმცა მისი მოწოდებები ისმოდა მხოლოდ მასმედიის საშუალებით. მას არასდროს ჰქონია სურვილი ყოფილიყო საქმიანი მსჯელობა, საქმიანი შეხვედრა და ხელისუფლებაში მყოფ ძალას, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საქმიან შეხვედრას სთხოვდა, მათ შორის დაკარგული ტერიტორიების საკითხის განსახილველად.


ხშირ შემთხვევაში ინსტიტუტის უპატივცემულობას იწვევს ის რომ პრეზიდენტი თავის შეფასებაში არ არის სამართლიანი და ობიექტური. როგორც მან შეაჯამა ბოლო ხუთი წელი, მეც ვეცდები მისი გამოსვლები შევაჯამო. პრეზიდენტის არაობიექტური არასამართლიანი შეფასებები გამოიხატა მაშინ, როცა ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებები განვახორციელეთ. იგი მუდმივად აპელირებდა რომ უარესდება კანონმდებლობა, საარჩევნო სისტემა და მთელი რიგი საკითხები იმ დროს როდესაც ვენეციის კომისია ცალსახად აფასებდა რომ საკონსტიტუციო ცვლილებები წინგადაგმული აბმნაბიჯი იყო. ამ დროს პრეზი მუდნმივად აპილიერებდა საკითხზე თითქოს საკონსტიტუციო ცვლიება იყო უკანგადაგმული ანბიჯი და პრეზიდენტის მიმართ წინააღმდეგობისათვის განხორციელებული საქმიანობა. ეს არ იყო სამართლიანი მიდგომა, აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ როდესაც რომელიმე ინსტიტუტი არასამართლიან, არაობიექტურ განცხადებებს აკეთებს, საზოგადების, მოქალაქეების მხრიდან, იმ ინსტიტუტისა დ ა პიროვნების მიმართ გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება იქმნება და ამ ინსტიტუტის მიერ უპატივცემულობა ყალიბდება. როდესაც არასწორ და არაადეკვატურ ინფორმაციას ავრცელებ, ბუნებრივია ეს სირთულეებს ქმნის. მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებში უარყოფით დამოკიდებულებაში მოიხსენიებ ქორწინების საკითხებს ან თუნდაც მიწის საკითხს, რა თქმა უნდა ეს საკითხები საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ უმრავლესობას ძალიან გვაწუხებს და აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენ კონსერვატორები მივესალმებოდით.


ბოლო დროს პრეზიდენტმა არაობიექტური და არასამართლიანი შენიშვნები გამოთქვა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და აღნიშნა, რომ უწყება მას სტატისტიკურ მონაცემებს არ აწვდის. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ინფორმაცია მისთვის მოკლე ვადაში იქნებოდა ხელმისაწვდომი, თუ იგი ამ ინფორმაციას მოსთხოვდა შესაბამის უწყებას, თუმცა მას ამის სურვილიც არ გასჩენია, რადგან არ გრძნობდა პასუხისმგებლობას. იმაზე, თუ რა მოჰყვებოდა კრიმინალსა და მძიმე დანაშაულში მსჯავრდებუბლ ადამიანების გათავისუფლებას. როცა 9000 ადამიანია პატიმარი და ამ დროს 3600-ზე მეტ ადამიანს ათავისუფლებ, რა თქმა უნდა ქვეყანაში ეს ქმნის კრიმინალური მდგომარეობის გაზრდის საშიშროებას. ამის ანალიზი პრეზიდენტს არ გაუკეთებია, თუმცა პრეტენზიებს უყენებს ძალოვანებს, პროკურატურას, სასამართლოს. მაშინ, როცა ეს მთელი ინსტიტუცია, სასამართლო, პროკურატურა, შსს მუშაობს იმისთვის რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული და კრიმინალური მდგომარეობა იყოს მაქსიმალური კონტროლის ქვეშ, ჩვენი პრეზიდენტის შეფასეები ამ ინსტიტუტების უპატივცემულობაში გამოიხატება. პრეზიდენტმა პრეტენზია გამოთქვა ასევე საქართველოში მასმედიის მძიმე მდგომარეობაზე. ჩვენმა კოლეგემბა ნაციონალური მოძრაობიდან კი საერთოდ მეორედ მოსვლა დახატეს. მათი აზრით, მედია საერთოდ შეშინებული და გაჩერებულია.


მე უბრალოდ ინფორმაციისთვის მინდა ვთქვა რომ ეროვნული მაუწყებლობაა 2012 წლისთვის ახორციელებდა მხოლოდ 4 ტელევიზია, დღეს კი 21 ეროვნულ დონეზე მაუწყებელობს. თუნდაც ეს ციფრი გვიჩვენებს იმას, თუ რამდენად თავისუფალია მედია. პრეზიდენტი კი ამ შემთხვევაშიც, არ არის ობიექტური და სამართლიანი. მაშინ როდესაც რუსთავი2-ის გამო გვქონდა მკვეთრი განცხადებები, პრეზიდენტი საერთოდ არ დაინტერესებულა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტით, რაც რადიო თავისუფლების ბიუროს ხელმძღვანელის კაკაბაძე გათავისუფლებას ეხებოდა. ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის კარგი დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისათვის. პრეზიდენტმა კარგად უნდა იცოდეს, რომ დემოკრატიულად მართვა დაბალი ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყანაში ძალიან რთულია და ამას ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანი შემართება და დაბალანსებული მუშაობა სჭირდება და ხშირ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას უწევს ბეწვის ხიდზე გავლა, რომ არც დემოკრატიული მმართველობიდან არ გადავიდეთ და შევინარჩუნოთ ეკონომიკური განვითარება. ჩვენ მოგვისმენია პრეზიდენტისგან: „დანაპირებს არ ვასრულებთ გასაგებია“, „ჩვენ ვპირდებოდით უფასო ფულს, მაგრამ გავაძვირეთ კრედიტები“.. ა.შ. მე მესმის რომ კრედიტების საკითხი არის ძალიან სათუთი ჩვენი მოქალაქეებისათვის ვინაიდან მათ დიდ ნაწილს უწევს საკრედიტო თანხის აღება ბიზნესის განსავითარებლად, მაგრამ ის რომ კრედიტის პროცენტი 2012 წელთან შედარებით გაზრდილია, არასწორი ინფორმაციაა. ეროვნულ ბანკის მონაცემებში მკაფიოდ წერია რომ 2012 წელს ქონების შესაძენად საპროცენტო განაკვეთი იყო 13,3 პროცენტი დღესდღეობით კი იგი შეადგენს 7.8 პროცენტი. პრეზიდენტის საუბარი კი ამ თემაზე არ არის სასიამოვნო. როცა ბატონი გოცირიძე საუბრობდა რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა დაიკლო, სინამდვილეში ასეა: 2012 წელს მშპ 26 მილიარდ ლარამდე იყო და დღეს 42 მილიარდ ლარამდეა, თითქმის გაორმაგებულია და ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელება თუ რას ისახავს მიზნად, ეს უკვე მოსახლეობისთვის მიმინდია.


ამავე დროს პრეზიდენტი საუბრობდა, რომ არცერთი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა იმისათვის რომ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონოდათ ამომრჩეველთან კონტაქტი და თავიანთი პროცედურული საკითხების გაუმჯობესებისთვის. არც ეს არის სამართლიანი. ქვეყანაში, სადაც ბიზნესი თავისუფალია, მასმედია თავისუფალია, ოპოზიციას აქვს სრული შესაძლებლობა მოსახლეობასთან კომუნიკაცია ჰქონდეს, ამავე დროს საკანონმდებლო ცვლილებით მათ ბარიერი 3 პროცენტამდე შეუმცირდათ, რასაც წლების განმავლობაში ვითხოვდით როდესაც ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ არავის ეს არ გაუთვალისწინებია. საგამოძიებო კომისიის შექმნა დღეს პარლამენტში 50 პარლამენტის წევრს შეუძლია და ამ დროს პრეზიდენტის პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ოპოზიციის სასარგებლოდ არანაირი საკანონმდებლო ცვლილება არ განხორციელებულა, ეს არის არაობიექტური შეფასება და ამის მიმართ პრეტენზიები გვექნება. მე არ მგონია, რომ პრეზიდენტს ეს ინფორმაცია არ ჰქონდეს, ან მას არ უნდა დაინახოს ის რეალობა და ის ცვლილებები რაც განხორციელებულია, ან მის პოლიტიკურ ინტერესში არ არის ამის დანახვა. ჩემი აზრით. იგი არასწორად უდგება თავის ინსტიტუტს.


საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი დამბალანსებელისა და მომრიგებლის მაგივრად მუდმივად ხელოვნურად პრობლემებისა და დაპირისპირებების შექმნის და პოლარიზების მცდელობითაა დაკავებული, რაც დღესაც ყველამ ერთად დავინახეთ. არაფერი ისეთი არ თქმულა ამ პარლამენტში, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი აგრესიული მიუღებლობა ყოფილიყო და მას ასეთი ფორმით გამოეხატა უპატივცემულობა პარლამენტის მიმართ. ჩემდა გასაკვირად პრეზიდენტმა აირჩია ეს ფორმა, მე ვწუხვარ მის მიერ არჩეული ამ ფორმის გამო, მაგრამ მე იმედი მაქვს ბრძოლისათვის რაც საკონსტიტუციო ცვლილებების დროს გამოიჩინა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევასთან დაკავშირებით მისმა მკვეთრმა პოზიციამ გადაგვაწყვეტინა ჩვენ წელს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება პირდაპირი წესით. იმედი მაქვს რომ ბატონი გიორგი გადაწყვეტს მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში და ამ ხუთი წლის შემაჯამებელი ყველაზე კარგი ოქმი იქნება საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოტანილი ის ვერდიქტი და დარწმუნებული ვარ არჩევნების შემდეგ გიორგი მარგველაშვილი ვერ იამაყებს იმ შემაჯამებელი ოქმითა და ვერდიქტით რასაც საქართველოს მოქალაქეები მას გამოუტანენ", -განაცხადა გიგა ბუკიამ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა