logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპის საბჭო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება
ევროპის საბჭო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას მიესალმება
21:44 02.05.2018
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1315-ე სხდომაზე, დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, მიღებულ იქნა მორიგი გადაწყვეტილება, რომლშიც გამოიხატა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისგებლობაზე, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაციის შეფასების თვალსაზრისით.

მიღებულ გადაწყვეტილებაში კვლავაც ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ საქართველო, საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას, რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი მუდმივი დაბრკოლებების, მათ შორის ადგილზე მისი სამხედრო ნაწილების ყოფნის გამო.

წინა გადაწვეტილების მსგავსად, მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის ორ წევრ ქვეყანას, კერძოდ რუსეთსა და საქართველოს შორის.

გადაწყვეტილებაში ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ქმედებები, კერძოდ რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს შორის ე.წ. ხელშეკრულებების დადება, რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ ცხინვალის რეგიონის სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება, ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არმქონეა. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

გადაწყვეტილებაში გამოხატულია ღრმა შეშფოთება ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი საქართველოს სამი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის დაკავებისა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას გამო. ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა დაგმო ის ფაქტი, რომ ცხედრის გადმოცემისათვის საჭირო გახდა მოლაპარაკებები. ასევე შეშფოთება გამოხატა ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვის გამო, რომლებმაც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა შეძლეს ხანგრძლივი დაყოვნების შემდეგ.

გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში საქართველოს შეუიარაღებელი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას, მკვლელობის ფაქტზე.

ასევე გამოხატულია შეშფოთება სოფელ ერედვში, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლების დარღვევით და მათი კუთვნილი სახლების განადგურების გამო.

ხაზგასმულია, ის ფაქტი, რომ რუსეთის არცერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი, მათ შორის პასპორტების გაცემასა და ე.წ. უცხოელი რეზიდენტების სტატუსის შემოღებას.

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე და აღნიშნულია, რომ ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება, შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად, მოხსნას შეზღუდვები ადმინისტრაციულ ხაზზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება. აგრეთვე აღნიშნულ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს, რომ საქართველოს შესაბამის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა არ დაექვემდებაროს დისკრიმინაციის ნებისმიერ გამოვლენას, მათ შორის ეთნიკურ ნიადაგზე, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე, თავიდან აიცილოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შემდგომი გაუარესება საქართველოს რეგიონებში.

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობასთან ჰუმანიტარული საქმიანობის გაღრმავების გზით კავშირის დამყარებას. ასევე დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, როგორც საქართველოს მტკიცე ნების ნათელ მაგალითს, რაც ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენასა და ურთიერთობას გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი შესვლა საქართველოს მთავრობის კონტროლს მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014, 2015, 2016 და 2017 წლების შესაბამისი გადაწყვეტილებები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა