logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილს 2013 წლიდან უნდა დაემკვიდრებინა ახალი კონსტიტუციური ტრადიცია და სამწუხაროა, რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა
ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილს 2013 წლიდან უნდა დაემკვიდრებინა ახალი კონსტიტუციური ტრადიცია და სამწუხაროა, რომ ეს შანსი ხელიდან გაუშვა
21:41 02.05.2018
„საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, თუნდაც სიმბოლურად, არის კონსტიტუციის გარანტი, ინსტიტუტების გარანტი, არ უნდა ამბობდეს „აფხაზეთს და ოსეთს“, როდესაც ის საუბრობს ცხინვალის რეგიონზე- ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს არა პოლიტიკური ლიდერი, არამედ გამაერთიანებელი და სამწუხაროდ, გიორგი მარგველაშვილმა ამ კონსტიტუციური ტრადიციის დამკვიდრების შანსი ხელიდან გაუშვა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ტრადიციის შემადგენელი ნაწილი უნდა გამხდარიყო პრეზიდენტის მოხსენებაც, რომელსაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონოდა.

„ბევრი გამომსვლელის სიტყვებში მე ამოვიკითხე სინანული და ამ სინანულს ჰქონდა ძალიან მყარი საფუძველი. ჩვენ 2013 წელს ავირჩიეთ სრულიად ახალი ტიპის პრეზიდენტი. ახალი კონსტიტუციის თანახმად, დღემდე მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის და უნდა იყოს არა პოლიტიკური ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი ქვეყნის ამ სისტემაში არის პრემიერმინისტრი, არამედ პრეზიდენტი უნდა იყოს გამაერთიანებელი ამ ახალ კონსტიტუციურ სისტემაში. ასეთია მისი როლი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. შესაბამისად, პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს 2013 წლიდან უნდა დაემკვიდრებინა ახალი ინსტიტუტი და ახალი კონსტიტუციური ტრადიცია და ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა და შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ სინანულს, რომელიც გამოიხატა ჩვენი კოლეგების მიერ, აქვს შესაბამისი საფუძველი. თუნდაც მოხსენება, რომელიც მოვისმინეთ ჩვენ დღეს, უნდა ყოფილიყო, უნდა გამხდარიყო ამ ტრადიციის შემადგენელი ნაწილი. მას უნდა ჰქონოდა განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მე უშუალო შეხება მქონდა გერმანიის პოლიტიკურ ცხოვრებასთან და ვიცი გერმანული ტრადიციები ამ მიმართულებით და ვიცი ის, რომ პრეზიდენტების მთელი რიგი მოხსენებები იქცა გერმანიაში გერმანული პოლიტიკის ისტორიად. ასეთია, მაგალითად, თეოდორ ჰოიცის მოხსენება, რიჰარდ ფონ ვაიცზეკერის მოხსენება და ასე შემდეგ. ასეთი მოხსენებები ამკვიდრებს კულტურას, ამკვიდრებს ტრადიციას და ეს უნდა ყოფილიყო ბატონი გიორგი მარგველაშვილის როლი და უშუალოდ მისი მოხსენებების ფუნქციაც“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, გასული ხუთი წლის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილის მხრიდან ვერ მოისმინეს ვერცერთი დასამახსოვრებელი მოხსენება, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გამაერთიანებლის ნაცვლად, პრეზიდენტი რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გახდა.

„სამწუხაროდ, გასული ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერცერთი დასამახსოვრებელი მოხსენება ბატონი გიორგი მარგველაშვილის მხრიდან, რაც არის ძალიან სამწუხარო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ შემთხვევაშიც, ბატონმა გიორგიმ ხელიდან გაუშვა შანსი, რომ დაემკვიდრებინა ახალი ტრადიცია ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტი გამხდარიყო გამაერთიანებელი, ის გახდა რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და მისი მოხსენებებიც, მათ შორის, დღევანდელი მოხსენებაც, იყო რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მოხსენება, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება თავად პრეზიდენტის მოხსენებას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კოლეგების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს იზიარებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, იყო მრავალი ნიუანსი, რომელიც კრიტიკას იმსახურებდა.

„დღეს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსს“ გამოსტყუა ტაში ბატონმა გიორგი მარგველაშვილმა მისი მოხსენების მსვლელობის დროს და რამდენჯერმე გამოსტყუა ტაში საკუთარ ადმინისტრაციას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. მე ვისურვებდი, რომ მომავალში, როდესაც მოხსენებით წარსდგება პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის წინაშე, მას უპასუხოს აპლოდისმენტებით ყველა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის წარმოდგენილი პარლამენტში, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ, ყველა იმ ადამიანმა, რომელიც იჯდება პარლამენტის სხდომათა დარბაზში. სამწუხაროდ, დღეს ეს ვერ ვიხილეთ, რასაც ჰქონდა, ბუნებრივია, თავისი ობიექტური საფუძველი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაშიც, წარსდგა პარლამენტის წინაშე არა როგორც ლიდერი, არა როგორც გამაერთიანებელი, არამედ როგორც რიგითი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რაც იყო ძალიან სამწუხარო. დღევანდელი მოხსენება შეფასდა ძალიან კრიტიკულად ჩემი კოლეგების მიერ და მეც ამ კრიტიკას უნდა შევუერთდე. იყო უამრავი ნიუანსი, რომელიც იმსახურებდა კრიტიკას, დაწყებული წმინდა შინაარსობრივი საკითხებით და დამთავრებული თუნდაც ტერმინოლოგიით., რომელსაც იყენებდა ბატონი გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად, თუნდაც სიმბოლურად, არის კონსტიტუციის გარანტი, ინსტიტუტების გარანტი, არ უნდა ამბობდეს აფხაზეთს და ოსეთს, როდესაც ის საუბრობს ცხინვალის რეგიონზე. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მოვლენა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პრეზიდენტზე, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურზე, ქვეყნის კონსტიტუციური სისტემის თუნდაც სიმბოლურ, მაგრამ გარანტზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის