logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: დებატების ამ წესით პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი
ირაკლი კობახიძე: დებატების ამ წესით პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი
17:20 02.05.2018
„ეს არის კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობა”,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას დებატების წესის შესახებ.
ირაკლი კობახიძის თქმით, დებატების წესი კანონის ძალის მქონე აქტით - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით არის დადგენილი და 1995 წლიდან უცვლელად მოქმედებს.
„დებატების წესი დადგენილია საქართველოს პარლამენტში 1995 წლიდან, როცა თქვენი მეგობარი ბატონი ზურაბ ჟვანია იყო პარლამენტის თავმჯდომარე. იმის შემდეგ ეს წესი არის უცვლელი. არასწორია რასაც აკეთებთ, რადგან თქვენ კანონს ეწინააღმდეგებით. ეს არის კანონის და ინსტიტუტის უპატივცემულობა გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. მე განვმარტავ და მერე ვთხოვ ჩემს კოლეგებს, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს იტყვიან. მოქმედებს საქართველოში კანონმდებლობა, ერთ-ერთი საკანონმდებლო აქტი არის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი. ამ დოკუმენტით არის დადგენილი იმპერატიულად დებატების გამართვის პროცედურა. რეგლამენტის თანახმად ჯერ გამოდიან ფრაქციები, შემდეგ სხვა სუბიექტები, მათ შორის, უმრავლესობა, უმცირესობა, ვიცე-სპიკერები და ამის შემდეგ აქვს მომხსენებელს, ბატონ პრეზიდენტს საკუთარი დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. შესაბამისად, მას შეუძლია, რეგლამენტის თანახმად და რეგლამენტში სწორად არის რეალურად, აგებული დებატების პროცედურა - პრეზიდენტს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ამისთვის არის დადგენილი შესაბამისი პროცედურა და ზუსტად ამის გამო გამოდის მომხსენებელი ბატონი გიორგი მარგველაშვილი, პრეზიდენტი ბოლოს. ეს არის დადგენილი პროცედურა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგლამენტი და კონკრეტულად, აღნიშნული პროცედურა 90-იანი წლებიდან მოქმედებს და ეხება სხვა ტიპის დისკუსიებსაც. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობაა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 90-იანი წლებიდან მოქმედებს საქართველოში რეგლამენტი და კონკრეტულად ეს პროცედურა და გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის რაციონალური პროცედურა, ეს პროცედურა ეხება ასევე, სხვა ტიპის დებატებს სხვა ტიპის დისკუსიებს პარლამენტში. ეს არის რაციონალური პროცედურა და პირველად დადგა ეს დებატები კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს პარლამენტში ბატონ გიორგის და ქალბატონ ადას არ მოსწონთ ჩვენი რეგლამენტი, არ ვიცი, შეგვიძლია, ერთად ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადაიხედოს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, თუმცა, ის, რაც გააკეთა ბატონმა გიორგიმ, სამწუხაროდ, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის, რეგლამენტი არის კანონის ძალის მქონე აქტი, ეს არის საქართველოს კანონმდებლობის, კანონის და ინსტიტუტის-საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობა, რაც არის ძალიან სამწუხარო და მე ისეთი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი და განზრახული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტად სამწუხაროა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა