საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში გიგი გიგიაძე ქალაქ ორჰუსში დანიის
პლაკატების მუზეუმში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას ესტუმრა (Den Gamle By - Dansk Plakatmuseum).
ვიზიტის ფარგლებში ელჩი დანიის პლაკატების მუზეუმის დირექტორს, ელზებეთ ოსტედ შანცს და მუზეუმის წარმომადგენელს, „ქართული ანბანისა და ქართული აფიშების“ Plakater Fra Georgien & Det Georgiske Alfabet გამოფენის თანა-ორგანიზატორს, ლინე ფოგ სორსენსს შეხვდა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ „ქართული ანბანისა და ქართული აფიშების“ გამოფენაზე წარმოდგენილია 29 პლაკატი, რომელთა ნაწილიც უშუალოდ ქართულ ანბანს ეთმობა, ხოლო მეორე ნაწილში წარმოდგენილია მე-20 და 21-ე საუკუნეში საქართველოში შექმნილი კინოსა და თეატრის აფიშები.
ქართული თემატიკის გამოფენა მუზეუმში 21 მაისამდე გაგრძელდება.