logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტის ეს გამოსვლა იყო ყველაზე სუსტი მისი გამოსვლებიდან, რაც კი მე მომისმენია
დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტის ეს გამოსვლა იყო ყველაზე სუსტი მისი გამოსვლებიდან, რაც კი მე მომისმენია
16:09 02.05.2018
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დღევანელი გამოსვლა ყველაზე სუსტი იყო მის გამოსვლებს შორის.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ერთობამ გახადა მარგველაშვილი პრეზიდენტი, თუმცა მან გუნდს მალევე აქცია ზურგი.
ამის შესახებ ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც პრეზიდენტის დღევანდელი მოხსენება შეაფასა.

„მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, ყურადღებით ვუსმენდი თქვენს გამოსვლას, თუმცა საყურადღებო ბევრი ვერაფერი ვნახე და ობიექტურობა მაიძულებს გითხრათ, რომ ეს იყო ყველაზე სუსტი გამოსვლა თქვენი გამოსვლებიდან, რაც კი მე მომისმნენია.
ეს მე, რა თქმა უნდა, არ მსიამოვნებს.
თუმცა ჩემთვის საყურადღებო იყო ერთი, რითაც თქვენ დაიწყეთ თქვენი მოხსენება და რამაც მაიძულა, რომ გამოვსულიყავი და აქ და ვსთხოვე ჩემს გუნდს, „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის გუნდიდან პირველი გამოსვლა ჩემი ყოფილიყო.
თქვენ გამოსვლა დაიწყეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის გახსენებით, თქვენ თქვით, რომ დღეს ბევრი არ არის 2012 წლის შემოქმედი პარლამენტში.
მე ვარ 2012 წლის შემოქმედთა რიგებიდან ჩემსს თანაგუნდელებთან ერთად. მაგრამ თქვენ არ ხართ იქ სადაც უნდა იყოთ.
ჩვენ აქ ვართ უმრავლესოება - ძველებიც და ახლებიც, თქვენ გააკეთეთ ასეთი პოირობითი დაყოფა და ამიტომ მინდა დროებით ვიხმარო ეს ტერმინი. აქ ვართ ძველებიც ახლებიც და აქ არის ყველაზე ძველიც.
მაგრამ ყველაზე მთავარი არის ღირებულება, რის გარშემოც შევიკრიბეთ ჩვენ 2012 -ში და ეს არის ღერძი, რის გარშემოც ერთობა უნდა ვატაროთ ბოლომდე. ის ერთობა, რომელშიც თავიდან თქვენ იყავით, მაგრამ მთავარი არ არის ის, სად დაფიქსირდება ადამიანი, მთავარია სად აღმოჩნდება ის ბოლოს.
მე ეს დღე ყოველთვის მახსოვს, 2012 წელი, საზოგადოებასთან ერთად მიღწეული. მაგრამ თქვენ გაიხსენეთ მხოლოდ დღეს. ალბათ, ეს დაგჭირდათ თქვენი მომავალი პოლიტიკური გეგმებისათვის. სწორედ „ქართული ოცნების“ ერთობამ გაგხადათ პრეზიდენტი, რომელ ერთობასაც პირველივე თნამდებობრივ გზაგასაყართნ აუქციეთ გვერდი და იმის მაგივრად, რომ ყოფილიყავით იმ გუნდთნ ერთად, სადაც ეს ღირებულებები შეიქმნა და სადაც სიტყვა ითქვა საზოგადოების წინაშე, თქვენ არჩიეთ მიხეილ სააკაშვილის სასახლეში შესვლა.
სამწუხაროა, რომ ხელიდან გაუშვით "ქართული ოცნების" და საზოგადოების მხრიდან მოცემული შანსი, ჩამოყალიბდით როგორც ოპოზიციონერი პრეზიდენტი.
რა თქმა უნდა, ოპონირება არ არის ცუდი და ეს საჭიროა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელოვნურად შექმნილი და მხოლოდ იმისათვის, რომ ამაში პოლიტიკური პირადი სარგებელი ნახოთ.
რაცშეეხება თქვენს მოღვაწეობას, ვფიქრობ, ამას ყველაზე უკეთ შეაფასებს საზოგადოება, და კიდევ უფრო უკეთესად შეაფასებს დრო.
თუკი თქვენი ხუთწლიანი პრეზიდენტობიდან ქართველი ხალხის მეხსიერებას თუნდაც ერთი მასშტაბური ეროვნული ინიციატივა დარჩება, მაშინ ჩავთვლი, რომ ხელმოცარული არ მიდიხართ პოლიტიკიდან.
რაც შეეხება პირადად ჩემს მეხსიერებას, განსაკუთრებით დამამახსოვრდებით როგორც არასამთავრობო სექტორის მუდმივი დამცველი, ოღონდ მხოლოდ იმ ფრთის, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების ოპონირებით და კრიტიკით არის დაკავებული.
თქვენ ხართ ყველას პრეზიდენტი, ამიტომ თქვენ არ გაქვთ უფლება, დაყოთ ძველებად და ახლებად, სექტორებად, თქვენ უნდა გამაერთიანებელი როლი გეთმაშათ და თქვენ ეს ვერ შეძელით.
რაც შეეხება საკითხებს, პირველი - თქვენ ღიად გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკასთან, შეხვდით მხოლოდ ერთ მხარეს, კანონპროექტის ავტორებს და მათ მხადრამჭერებს, მაგრამ არ დაინტერესებულხართ მეორე მხარესთან შეხვედრით, რომელიც ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს წარმოადგენს და მათ უფლებებსაც დაცვა სჭირდება, რომელთაც გააჩნიათ კრიტიკული, დასაბუთებული და ყურადსაღები დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით.
ბატონო პრეზიდენტო, ხომ არ ფიქრობთ, რომ ნარკოლიბერალიზაციაზე ჭარბი პოზიტიური საუბარი ზრდის ინტერესს ახალგაზრდებში ნარკოტიკების მიმართ. ნარკოტიკების პოპულარიზაციას ხელს უწყობს ზოგიერთი მედიასაშუალებაც, მაგრამ თქვენ არასოდეს გაგიკეთებიათ მოწოდება არც ერთი სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორისათვის, არც მოქალაქეებისათვის, არც მედიისათვის, რომ ეწარმოებინათ მძლავრი ანტინარკოტიკული პროპაგანდა.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, დღეს საქართველოსათვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დგას, ქვეყანა დგას გარდაუვალი დემოგრაფიული კრიზისის წინაშე, ამაზე საუბრობენ არა მხოლოდ ესქსპერტები, არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ საერთაშორისო მაღალრეიტინგული სექტორი.
მაგრამ თქვენ ამაზე არასოდეს თქვენი პოზიცია არ დაგიფიქსირებიათ.
მაქვს კითხვა, თვლით თუ არა, რომ ეს იყო თქვენი საპრეზიდენტო მოღვაწეობის შეცდომა, რომ ამაზე ყურადღება არ გაამახვილეთ  ან დაგავიწყდათ ეს მნიშვნელოვანი საკითხი.
და მესამე - ეს უკვე ურთიერთობის სფეროდან კითხვა, დროის უკან დაბრუნების საშუალება რომ იყოს, სხვანაირად ხომ არ დაგეგმავდით თქვენს საპრეზიდენტო კარიერას?
გმადლობთ!“- განაცხადა ხუნდაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა