logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
20:45 30.04.2018
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელს შეხვდა.

საუბარი, უმთავრესად, შეეხო საქართველოსა და ამერიკის პოლიტიკურ ურთიერთობებს. ირაკლი კობახიძემ სტუმარს გააცნო საქართველოს საგარეო პრიორიტეტებისადმი პარლამენტის ცალსახად მხარდამჭერი დამოკიდებულება, განსაკუთრებით ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისა და ასევე, აშშ-თან ურთიერთობებისადმი.

მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და საქართველოს მიერ ამ პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე.

სტუმარმა გამოხატა ძალიან მყარი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას როგორც საქართველოს დემოკრატიზაციისთვის, ასევე ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის დაჩქარებისათვის. ვეს მიტჩელის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატები საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერია.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს ქვეყანში მიმდინარე კონსტიტუციური და სასამართლო რეფორმა გააცნო. აღინიშნა, რომ ეს რეფორმები წარმოადგენს საყრდენს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, რომელშიც საქართველოს პარლამენტი დიდ როლს ასრულებს. ირაკლი კობახიძემ ვეს მიტჩელს დემოკრატიული რეფორმების გაძლიერების კუთხით განსახორციელებელი სამომავლო გეგმებიც გააცნო.

საუბარი შეეხო, ასევე პარლამენტის როლის გაძლიერებას ინსტიტუციური მშენებლობის საკითხში და აშშ-ის როლს ამ პროცესში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ხაზი გაუსვა ახალი თაობის ლიდერების მნიშვნელობას ქართული დემოკრატიის წარმატებისათვის. სტუმარმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკაში. მისივე თქმით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს ამერიკის პარტნიორობა საქართველოსთან. აღნიშნა, რომ აშშ და საქართველო ერთად მუშაობენ ნატო-ს მომავალ სამიტზე მაქსიმალურად პოზიტიური დადებითი და სასარგებლო შედეგის მიღწევისათვის. ვეს მიტჩელმა აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატია არის მისი დასავლეთში სრული ინტეგრაციის საფუძველი და საქართველოს უნდა ჰქონდეს ძლიერი მორალური საფუძველი იმისათვის, რომ მოითხოვოს ნატოში გაწევრიანების დაჩქარება.

საუბრისას განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ამერიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს პარლამენტსა და ამერიკის კონგრესს შორის ურთიერთობებში. ორივე მხარემ ერთმანეთს დაუდასტურა, რომ საქართველო და აშშ კიდევ უფრო გააძლიერებენ თანამშრომლობას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები გაძლიერდება როგორც ეკონომიკური, ასევე ეროვნული უსაფრთხოების გამყარების კუთხით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა