logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
სოფიო ქაცარავა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
17:11 30.04.2018
ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი გაიმართა "რედისონ ბლუ ივერიაში", სადაც საგარეო ურთიერთობაა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა სიტყვით გამოვიდა.

ფორუმის, მეორე სესიის ფარგლებში, რომელიც ახალ საინფორმაციო გარემოში სახალხო დიპლომატიის როლსა და მნიშვნელობას დაეთმო, სახალხო დიპლომატიისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.

ევროპული პროგრამის დირექტორის ერიკ ბრატბერგის მოდერატორობით გამართულ პანელში სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარკ ლაიტი, სახალხო დიპლომატიის მრჩეველი მეთ არმსტრონგი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მონაწილეობდნენ.

მსოფლიოში და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე, სტრატეგიული კომუნიკაციის გაგებაზე, მიმდინარე პროცესებსა და ამ მიმართულებით პარლამენტის როლზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა.

მისი შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია როცა ექსპერტები, პარლამენტის, მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ასეთი საკითხების გარშემო ერთად მსჯელობენ.

"მიუხედავად გამოწვევებისა ხელისუფლებას აქვს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების და რეფორმების გატარების ურყევი კურსი, რაც თანხვედრაშია იმ ორგანიზაციების ღირებულებებთან, რომელთა წევრობაც ჩვენ გვსურს და ეს საჭიროებს კიდევ უფრო გაძლიერებას. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია გამოვარჩიოთ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლისგან, ვინაიდან სტრატეგიული კომუნიკაცია ბევრად უფრო ფართო და მრავალმხრივია. ეს უნდა იყოს ეროვნული პოლიტიკის თანმდევი და ეროვნული ნარატივის ფუძე, რაც ჩართავს პროცესის ყველა დაინტერესებულ მხარეს. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს პარლამენტის ზედამხედველობის როლი სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინირებულად წარმართვის პროცესში, რაც უფრო პროაქტიულს გახდის მას", - განაცხადა სოფიო ქაცარავამ სიტყვით გამოსვლისას.

ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი საქართველოში მესამედ იმართება და სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციაზე მსჯელობის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. ღონისძიების მიზანია სახალხო დიპლომატიის ექპერტთა ქსელის გაფართოების ხელშეწყობა, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საერთო სტრატეგიისა და მიდგომების შემუშავება.

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სახალხო დიპლომატიასა და კომუნიკაციების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო სტრუქტურებისა და ნატო-ს შტაბ-ბინის წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული ექსპერტები ნატო-ს წევრი და არაწევრი ქვეყნებიდან.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის