logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
17:55 27.04.2018
რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში შეხვედრები დაასრულა.

ვიზიტის ბოლო დღეს ქართველი კანონმდებლები რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, მონიკა გეორგიტას და ტურიზმის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს, კრისტინა იონელა ტარტეატას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნისთვის საერთო მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს და საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისთვის, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობა აღნიშნა. მანვე ევროინტეგრაციის პროცესში, რუმინეთის მხრიდან საქართველოს აქტიურ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა რუმინეთს მუდმივი და მტკიცე მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა მიმდინარე წლის 25 აპრილს, გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე „High level meeting on peacebuilding and sustaining peace“, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე მსჯელობისას, რუმინეთის სახელმწიფო მდივნის, დან ნიკოლასკუს მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის დღის წესრიგი და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.

ტურიზმის სამინისტროში შეხვედრა ორ ქვეყენას შორის ტურისტული მიმოსვლის გააქტიურებისა და ტურიზმის განვითარების შესახებ მსჯელობას დაეთმო. რუმინეთის სახელმწიფო მდივნის მიერ გამოითქვა სრული მზადყოფნა რუმინეთში საქართველოს პოპულარიზაციასთან მიმართებაში და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზე, რათა ერთობლივად ორმხრივად სასარგებლო პროექტები განხორციელდეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ეკოტურიზმის მიმართულებით.

საპარლამენტო დელეგაციამ ვიზიტი რუმინეთის საპატრიარქოს, წმინდა ანთიმოზ ივერიელის ტაძრისა და ანთიმოზ ივერიელის სახელობის საჯარო სკოლის მონახულებით დაასრულა.

ბუქარესტში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები გიორგი მოსიძე, პაატა მხეიძე, კობა ლურსმანაშვილი და მამუკა ჩიქოვანი დაესწრნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის