logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში
14:09 26.04.2018
„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პრემიერის ინიციატივით ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება- ის ბრუნდება პოლიტიკაში, ის დაიკავებს შესაბამისი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას“-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პოლიტიკურ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, პარტიას საბოლოოდ ჩამოაყალიბებს ევროპული ტიპის პოლიტიკურ გაერთიანებად.
„ჩვენ ვსაუბრობდით ძალიან ხშირად, მათ შორის, პარტიულ კონფერენციებზე იმაზე, რომ საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს ჩვენი პოლიტიკური პარტია, საჭიროა, ჩვენი პარტია, საბოლოოდ, ჩამოყალიბდეს როგორც ევროპული ტიპის პოლიტიკური გაერთიანება, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა, ამას სჭირდება განსაკუთრებული რესურსი და ამ კუთხით, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიას სათავეში ჩაუდგება როგორც თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სათავეში ჩაუდგება რეფორმების ახალ ტალღას ჩვენს პარტიაში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტიაში პოზიტიური პროცესები წარიმართება და პარტია „ქართული ოცნების“ გაძლიერება საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.



„არის პოზიტიური პროცესები, რომელიც წარიმართება ჩვენს პარტიაში. ჩვენი ამოცანა არის პარტიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. „ქართული ოცნების“ გაძლიერება მნიშვნელოვანია, ზოგადად, პარტიული სისტემის განვითარებისათვის საქართველოში. სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ ამ პროცესებს“.

ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ვერავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო საკითხებზე და გადაწყვეტილებებზე.

„ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, ვერავითარ გავლენას და არავითარ გავლენას არ მოახდენს სხვა საკადრო, ასე ვთქვათ, საკითხებზე, გადაწყვეტილებებზე. ყველაფერი რჩება ისე, როგორც არის, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი სათავეში ჩაუდგება პარტიას და ის პოლიტიკურ პროცესებში იქნება ჩართული როგორც პარტიის თავმჯდომარე, ამ, ასე ვთქვათ, თანამდებობისთვის დამახასიათებელი ფუნქციების შესაბამისად“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



პრემიერ- მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გიორგი კვირიკაშვილი იკავებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას და მას ექნება საკვანძო როლი პროცესებში, რომელიც პარტიის განვითარებასთან და გაძლიერებასთან არის დაკავშირებული.

„ბუნებრივია, ბატონი გიორგი კვირიკაშვილი არის ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ლიდერი. ის არის პრემიერ- მინისტრი. ის იკავებს უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობას საქართველოში. აქედან გამომდინარე, მას ექნება, ბუნებრივია, საკვანძო როლი პროცესებში, რომელიც დაკავშირებულია პარტიის განვითარებასთან და გაძლიერებასთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა