logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ სტაჟირების ერთიანი სისტემის შემოღებისთვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის
ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ სტაჟირების ერთიანი სისტემის შემოღებისთვის ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის
13:50 26.04.2018
სტაჟირების ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“, პარლამენტს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქციის მდივანმა ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგი გამართა და სტაჟირების გავლის სამართლებრივი რეგულაციების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.



„დღეს შრომით ბაზარზე, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორში, არსებობენ სტაჟიორები და სამწუხაროდ, საქართველოს სამართლებრივ სისტემაში სტაჟიორის სტატუსი განსაზღვრული არ არის. შესაბამისი კანონმდებლობის არ ქონა სხვადასხვა სახის პრობლემას წარმოშობს. კერძოდ, გაურკვეველია სტაჟიორისა და დამსაქმებლის ურთიერთობის სახე, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, დამსაქმებელს შეუძლია სტაჟიორის შრომით ბოროტად ისარგებლოს. სტაჟიორს არ გააჩნია შრომითი უფლებები და საკუთარი ინტერესების დასაცავად ვერ მიმართავს სასამართლოს“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.



დეპუტატის განცხადებით, ანაზღაურებად სამსახურში მისაღებად ერთ-ერთ მთავარ პირობას სამუშაო გამოცდილების ქონა წარმოადგენს და იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც გამოცდილების მისაღებად გარკვეული დრო დახარჯეს სტაჟირების გავლისთვის, ეს პირობა დაკმაყოფილებული არ არის, რადგან მათ მიერ გავლილი სტაჟირების ოფიციალური დამადასტურებელი მოწმობა არ არსებობს.



ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე საკანონმდებლო ინიციატივის არსი განმარტა და განაცხადა, რომ ფრაქციის მიერ მომზადებული ინიციატივა „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, რომელიც შემდეგ საკითხებს დაარეგულირებს:



• განისაზღვრება სტაჟიორის/პრაქტიკანტის სტატუსი;

• დამსაქმებელი სტაჟირების დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს;

• დადგინდება სტაჟირების გავლის კონკრეტული ვადა;

• სტაჟირება შრომით სტაჟში ჩაითვლება.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით ფრაქციის წევრები თბილისის და რეგიონის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრების გამართვას გეგმავს.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა