logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
რომან კაკულია: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს
რომან კაკულია: მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა იყოს კოორდინირებული და პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს
16:54 21.04.2018
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ და კომიტეტის წევრებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს.
წარმომადგენლობითი შეხვედრა, რომლის თემა იყო „ეკონომიკის სექტორული განვითარების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნის ასახვა პროფესიული სწავლების პროგრამებში“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში არსებულ საზოგადოებრივ კოლეჯში „აისი“ შედგა.
ღონისძიებას დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია უძღვებოდა.
„ამ სფეროში არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების გათვალისწინებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებისთვის მნიშვნელოვანია მიიღონ ინფორმაცია, რამდენად კოორდინირებულია სახელმწიფო უწყებების საქმიანობა, ერთი მხრივ, დასაქმების და მეორე მხრივ, პროფესიული განათლების დონის გაზრდის კუთხით. ეკონომიკის განვითარების (სექტორული განვითარების) პრიორიტეტებს რამდენად ეფუძნება სახელმწიფო პოლიტიკა დასაქმებისა და მეწარმეობის განვითარების სფეროში და რამდენად პასუხობს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა აღნიშნულ სფეროში იყოს კოორდინირებული და პასუხობდეს ქვეყნის ეკონომიკის გამოწვევებს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში უმუშევრობა სტრუქტურული ხასიათისაა, რაც შრომის ბაზარზე მოთხოვნილ კვალიფიკაციასა და არსებული მდგომარეობის, ანუ მიწოდების შეუსაბამობითაა გამოწვეული. ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლებია იმ სამუშაო ადგილების რაოდენობა, რომელიც უმაღლეს განათლებას მოითხოვს. დასაქმების დიდი წილი კი სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სექტორზე მოდის, სადაც მოთხოვნა ძირითადად სპეციალურ პროფესიულ განათლებაზეა. შესაბამისად, ღონისძიების მონაწილეთა აზრით, არსებული გამოწვევების შესაბამისი უნდა იყოს პროფესიული განათლების დაწესებულებების მიერ შემოთავაზებული პროგრამებიც.
შეხვედრაზე იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისობა, რამდენად არის მოთხოვნა- მიწოდებაში შესაბამისობა და შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ეს მონაცემები.
შეხვედრაზე აღინიშნა, პროფესიული განათლების შესახებ კანონის მნიშვნელობაც, რომლის პროექტი მომზადებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და რომელსაც ახლა იხილავს საქართველოს მთავრობა და მალე წარედგინება პარლამენტს განსახილველად.
შეხვედრის მონაწილეებს მიმართა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრა პროფესიული განათლების როლზე და მის მნიშვნელობაზე ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირებაში. მისი თქმით, კაჭრეთის კოლეჯი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორი მაღალი დონის პროფესიული განათლების მიღებაა შესაძლებელი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილის განცხადებით პროფესიული განათების რეფორმა ინტენსიურად ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ყველა ჩართულ მხარეს მიეწოდებოდეს.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ელზა ჯგენერაიამ კი სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება- გადამზადების კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია (2015-2018 წ.წ.) წარმოადგინა.
შეხვედრაში კომიტეტის წევრებთან ერთად ასევე მონაწილეობდნენ - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, რომელმაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიული განვითარების საკითხებზე ისაუბრა, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სხვა სამთავრობო თუ ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენელები, ადგილობრივი მცხოვრებლები.
„დღეს, როდესაც მთავრობა დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ გაიზარდოს ხელმისაწვდომობა ფინანსურ რესურსებთან, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომლებმაც მცირე და საშუალო ბიზნესის კუთხით უნდა დაგეგმონ თავიანთი მომავალი, მნიშვნელოვანია, რომ ამის პარალელურად ძალიან ეფექტურად წავიდეს ორი პროცესი -მთავრობამ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთოს რეგიონალური პრიორიტეტები, რომელთა მიმარულებითაც აუცილებელია რომ მოხდეს ამ ფინანსების მიმართვა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანები მომზადდნენ და თავიანთი უნარით, კვალიფიკაციით, მომზადებულები დახვდნენ ამ პროცესს. როდესაც ეს სამი პროცესი ერთობლივად იქნება განვითარებული, ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ იმ ეფექტს, რომელიც დღეს მთავრობის მიზნებშია, რომ მთლიანი განვითარების პროცესებში ხვედრითი წილი მცირე და საშუალო ბიზნესისა მნიშვნელოვნად გაიზარდოს“ - განაცხადა შეხვედრის შემდეგ რომან კაკულიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის