logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
დავით დონდუამ საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
დავით დონდუამ საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
10:41 21.04.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით დონდუამ საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საღამოზე მოწვეულ სტუმრებს მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა. დავით დონდუამ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გამყარებაში კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენმა ქვეყანებმა მოახერხა საერთო ღირებულებებზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე ურთიერთობის ჩამოყალიბება, რომლიც წლების განმავლობაში მჭიდრო პარტნიორობაში გადაიზარდა. ცოტა ხნის წინ გაუქმდა ქვეყნებს შორის მიმოსვლის სავიზო რეჟიმი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ხალხთაშორის კავშირებს, სპორტულ, კულტურულ, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობებსა და ტურისტთა ნაკადებისზრდას“ -აღნიშნა დავით დონდუამ.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგა საქართველოში ბრაზილიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სისერო მარტინს გარსია, რომელმაც ბრაზილიასა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.

„ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველოში ბრაზილიის საელჩო 2011 წელს გაიხსნა, ხოლო საქართველოს საელჩო ბრაზილიაში ერთი წლით ადრე. მუსიკა ძალიან კარგი გზაა ჩვენი მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გამოსახატავად და სწორედ აქედან მოდის დღევანდელი კონცერტის გაკეთების იდეა“-განაცხადა ბრაზილიის ელჩმა. აღსანიშნავია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 25 წელთანდაკავშირებულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ბრაზილიური კლასიკური მუსიკა.

მისასალმებელი მიმართვის დასრულებისას, მინისტრის მოადგილემ ბრაზილიის ელჩს საზეიმოდ გადასცა საქართველოს-ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის ნიმუში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტის ხელშეწყობით გამოიცა.

ღონისძიებაზე თბილისის სიმფონიურმა ორკესტრმა, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, შეასრულა ბრაზილიელი კომპოზიტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებები.

საზეიმო საღამო საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრში გაიმართა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის