logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
  შვედეთის პარლამენტის, შვედეთის საელჩოს, გაეროს, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები კაჭრეთის კოლეჯს ეწვივნენ
შვედეთის პარლამენტის, შვედეთის საელჩოს, გაეროს, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები კაჭრეთის კოლეჯს ეწვივნენ
14:10 16.04.2018
შვედეთის პარლამენტის, შვედეთის საელჩოს, გაეროს, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები კაჭრეთს ეწვივნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, იზაბელ დინგიზიანი - შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მარტინა ქუიქი - შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნათია ნაცვლიშვილი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელი და ქეთევან ნატრიაშვილი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდნენ საზოგადოებრივი კოლეჯის მასწავლებლებს, სტუდენტებს და ფერმერ ქალთა ასოციაციის წევრებს.

სტუმრებმა კოლეჯის ტერიტორია, აუდიტორიები, სახელოსნოები და სასწავლო ნაკვეთები დაათვალიერეს, მოინახულეს მცირე ფერმები და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რომლებსაც ქალი ფერმერები ხელმძღვანელობენ.



„გენდერული თანასწორობა საქართველოს წარმატებისა და მდგრადი განვითარების ერთ-ერთი საკვანძო წინაპირობაა. ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებას მივაღწიეთ გასული წლების მანძილზე და განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას არსებული გამოწვევების დასაძლევად,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ.



„ადგილობრივი ეკონომიკა სოფლად მცხოვრები ქალების მხრებზე დგას. ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალები აძლევენ ბიძგს იმ ტრანსფორმაციულ ცვლილებას, რომელიც მდგრად განვითარებას განაპირობებს. გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობის მიზანია აღჭურვოს სოფლად მცხოვრები ქალები გადაწყვეტილების მიღებისა და მეწარმეობისათვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. მხოლოდ გასულ წელს, 300-მდე ქალი, რომელმაც პროფესიული გადამზადება გაიარა, დასაქმდა სხვადასხვა ადგილობრივ ბიზნესში. ქალების მიერ შემუშავებული 41 ადგილობრივი პროექტიდან 22-მა სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. 14 ქალმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო,“ - განაცხადა ნათია ნაცვლიშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროგრამული ნაწილის ხელმძღვანელმა.



კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში სტუმრობისას გაიმართა მსჯელობა სოფლად მცხოვრები ქალების წინაშე მდგომი გამოწვევების შესახებ. შეხვედრების მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე და საქართველოს წინსვლაზე გენდერული თანასწორობის მიღწევის საქმეში.



კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯში ვიზიტი გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით შვედეთის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევას ემსახურება.



კაჭრეთში გატარებული დღე იზაბელ დინგიზიანის, შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ნაწილია, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევით გაიმართა.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა