ბექა ნაცვლიშვილი: არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად ვაპირებ
 ბექა ნაცვლიშვილი: არჩევნებში მონაწილეობის მიღებას დამოუკიდებლად ვაპირებ
12:36 16.04.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და ფრაქცია „სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, შესაძლოა მისმა ფრაქციამ პოლიტიკური ცხოვრება ცალკე განაგრძოს.

ნაცვლიშვილის თქმით, ის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად აპირებს.

„ჩვენ ველოდებით უმრავლესობის შეხვედრას. 

ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივა გვექნება, თუ ამას არ ექნება მხარდაჭერა და არც იქნება საფუძველი მომავალი დისკუსიებისა ამ საკითხებზე, მაშინ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რომ დამოუკიდებლად გავაგრძელოთ პოლიტიკური ცხოვრება.

დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნებში ვაპირებ დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღებას“ - აცხადებს ნაცვლიშვილი.

ბეჭდვა