logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: ცვლილებებით დაცულია ყველას კონსტიტუციური უფლება, რადგან მოსახლეობა არაფერს კარგავს, არამედ იღებს მეტი ღირებულების საკუთრებას
ზაზა გაბუნია: ცვლილებებით დაცულია ყველას კონსტიტუციური უფლება, რადგან მოსახლეობა არაფერს კარგავს, არამედ იღებს მეტი ღირებულების საკუთრებას
19:19 03.04.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე "სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ" კანონში და თანმდევ კანონპროექტებში განსახორციელებლ ცვლილებებს გამოეხმაურა.



კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებათა პაკეტი ოპტიმალურ შინაარსს გვთავაზობს, რომლის მიხედვით, პირველივე წუთიდან უკლებლივ ყველა მესაკუთრე იქნება გადაწყვეტილების მიღების მონაწილე და შემოთავაზებული ვერსია, რომელიც კარგი ევროპული მაგალითია, იძლევა შესაძლებლობას გადაწყვეტილებები სამართლიანობის და ლოგიკის საფუძველზე იქნას მიღებული.



დღეს მოქმედი რედაქცია იძლევა შესაძლებლობას, ერთი ადამიანის კერძო ინტერესმა დააზიანოს და დაჩრდილოს უფრო მეტი ადამიანის ინტერესი და ამით დაზიანდეს საჯარო ინტერესიც.



ამიტომ, შემოგვაქვს ნორმა, რომლის მიხედვით უპირატესობა ენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს - მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სახლებში.



დაცულია ყველას კონსტიტუციური უფლება, რადგან მოსახლეობა არაფერს კარგავს. პირიქით, იღებს მეტი ღირებულების საკუთრებას და ხდება უსაფრთხო გარემოში ცხოვრების და საკუთრების დამოუკიდებლად განკარგვის კონსტიტუციური უფლების დაცვაც, რასაც მოქმედი რედაქცია ერთგვარად ეწინააღმდეგება, როცა ერთ ადამიანს შეუძლია დანარჩენის ინტერესის უგულებელყოფა და პროექტის ჩაშლა.



ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს ცვლილებები იმოქმედებს იმ შემთხვევებში, როცა თბილისის მერია ახორციელებს რეაბილიტაციას და მაშინ როცა ეს სამუშაოები წინასწარ დადგენილ სარეაბილიტაციო არეალში შესრულდება.



ეს მნიშვნელოვანი ცვლილებებია, რადგან ამ ცვლილებით უპირატესობა ენიჭება მესაკუთრისა და ქალაქის საჯარო ინტერესს - მოქალაქეებმა იცხოვრონ უსაფრთხო და კეთილმოწყობილ სახლებში.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო