logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
ირაკლი კობახიძე: ძალიან ამბიციური მიზნები გვაქვს და ეს მიზნები არის მიღწევადი
ირაკლი კობახიძე: ძალიან ამბიციური მიზნები გვაქვს და ეს მიზნები არის მიღწევადი
17:55 13.03.2018
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს სურს მემკვიდრეობად დახვეწილი კონსტიტუცია და რეგლამენტი დატოვოს.
ამის შესახებ კობახიძემ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მთავარი შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და გვინდა დავტოვოთ შემდეგი მემკვიდრეობა შემდგომი მოწვევის პარლამენტისთვის - დახვეწილი კონსტიტუცია, დახვეწილი რეგლამენტი, გაძლიერებული შესაძლებლობები კანონშემოქმედების კუთხით, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება და შესაბამისი შესაძლებლობები საქართველოს პარლამენტისათვის, თვისობრივად გაძლიერებული და ძალიან ქმედითი აპარატი და საზოგადოების მაღალი ნდობა“- განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კანონმდებლობის საქართველოს კონსტიტუციასთან ჰარმონიზაციაა.
„ნოემბერში ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია და მანამდე, საჭიროა მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების, რამდენიმე ათეული კანონის შესაბამისობაში მოყვანა კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან. მათ შორის არის არსებითი ხასიათის ცვლილებები შეტანილი კანონმდებლობაში. მაგალითად, პროკურატურის შესახებ კანონმდებლობა არის მთლიანად შეცვლილი, გამომდინარე იქიდან, რომ სტატუსი პროკურატურის არის შეცვლილი. მოქალაქეობის შესახებ კანონზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და ა.შ. ეს პროცესი უნდა დასრულდეს მიმდინარე სესიის ბოლომდე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ივნისის ბოლომდე ჩვენ უნდა მივიღოთ რამდენიმე ათეული კანონი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათი შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველადი დოკუმენტი უკვე მომზადებულია და მისი ფართო განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყება.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნდა გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები, ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია რეგლამენტით იყოს გაწერილი სათანადო პროცედურები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ოპოზიციის როლის გაძლიერება საპარლამენტო ცხოვრებაში. ზოგადად, პარლამენტსა და მთავრობას შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის აქტიური კომუნიკაციის და ინტერაქციის არსებობა და ზოგადად, ზედამხედველობის განხორციელება. უკვე მომზადებულია პირველადი დოკუმენტი. ძალიან მალე დაიწყება ამ დოკუმენტის უფრო ფართოდ განხილვა საპარლამენტო ოპოზიციის, ზოგადად, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად და რა თქმა უნდა, ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული სამოქალაქო საზოგადოებაც. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ საერთო შეთანხმებით მოვახერხებთ რეგლამენტის ახალი ტექსტის მიღებას საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის განხორციელების პროცესში პარლამენტი აქტიურად არის ჩართული.
„ჩვენ განვახორციელეთ მესამე ტალღა რეფორმის, თუმცა მუშაობა გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, დისციპლინური წარმოების მიმართულებით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის მიმართულებით და ა.შ. ეს პროცესი არის დაწყებული, გაგრძელდება და ჩვენ დარწმუნებულები ვართ აქაც, რომ მოვახერხებთ პოზიციების შეჯერებას და ისეთი პაკეტის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის შემდგომ განმტკიცებას და მისი ეფექტიანობის ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებას“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, თვითმმართველობის რეფორმა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, შესამუშავებელია დეცენტრალიზაციის სტრატეგია, სადაც რეფორმის ძირითადი მიმართულებები აისახება.
„დღეისათვის ძალიან შეზღუდულია თვითმმართველობის უფლებამოსილებები. ასევე, მათი რესურსები და ამოცანა უნდა იყოს ამ უფლებამოსილებებისა და რესურსების არსებითი გაფართოება. ეს უნდა გაკეთდეს საშუალო ვადიან პერსპექტივაში. ჩვენ, სამწუხაროდ, რამდენიმე წელიწადი დავკარგეთ. ვგულისხმობ ბოლო წლებს, როდესაც შესაძლებელი იყო ასეთი სტრატეგიის შემუშავება და მისი თანმიმდევრული განხორციელება. თუმცა, წინ უნდა გავიხედოთ და უნდა დამტკიცდეს აუცილებლად დეცენტრალიზაციის ერთიანი დოკუმენტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ევროპული სტანდარტების შესაბამისად, თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაფართოება და მათი რესურსების, ფინანსური, ქონებრივი და სხვა რესურსების გაძლიერება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე აქტიური მუშაობა დაიწყება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, პარტიების დაფინანსების დღევანდელი მოდელი კრიტიკას ვერ უძლებს.
„ასეთი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. ჩვენ მზად ვართ, რომ შევცვალოთ დაფინანსების ეს მოდელი, შესაბამისი ფორმულა იმგვარად, რომ იყოს ასახული სათანადოდ, ოპოზიციის ინტერესები, როგორც მცირე, ასევე სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინტერესები. არსებითი დახვეწა ესაჭიროება დაფინანსების მოდელს და ეს აუცილებლად გაკეთდება. დარწმუნებული ვარ, აქაც მოხდება საერთო შეთანხმების მიღწევა ოპოზიციურ ძალებთან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმა საპენსიო რეფორმაა და ამასთან დაკავშირებით, პაკეტი უკვე ინიცირებულია. მისი თქმით, პარლამენტი აქტიურად მუშაობს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პაკეტი უკვე დამტკიცდა.
„დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ამ პაკეტს, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულად, მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პაკეტების გაუმჯობესებასთან ერთად თანდათანობით დაიხვეწოს პრაქტიკაც და საჭიროა ასევე დაკვირვება, რომ მუდმივად გაუმჯობესდეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტები საქართველოში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ინიცირებულია და მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ.
„საქმე ეხება ჯერ, პირველ ეტაპზე, 2020 წლისათვის 50%-იანი კვოტის დადგენას, ანუ, ყოველი მეორე უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმოდგენილ პროპორციულ სიებში და შემდგომ, როდესაც სრულად გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, ყოველი მესამე იქნება განსხვავებული სქესის წარმოდგენილი. რაც უზრუნველყოფს ქალთა მონაწილეობის თვისობრივად გაუმჯობესებას პოლიტიკურ ცხოვრებაში და შესაბამისად, ზოგადად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არის ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც დარწმუნებული ვარ ექნება საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერა მომდევნო კვირაში“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის აპარატის გაძლიერება დაასახელა. მისი თქმით, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აპარატის გაძლიერების გეგმა უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, კანონშემოქმედებისა და ზედამხედველობის პრაქტიკა დასახვეწია.
„ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს. უნდა შეფასდეს თითოეული მისაღები კანონის პოტენციური ზეგავლენა შესაბამის სფეროზე. უნდა იყოს სიღრმისეულად განხილული თითოეული კანონპროექტი. მაქსიმალური ჩართულობა გვჭირდება ჩვენ ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრის წარმომადგენლების და ეს პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად დახვეწილი და როგორც უკვე ვთქვი, ზედამხედველობის პრაქტიკის დახვეწა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები ამ მიმართულებით იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. მეორე მხარეა პრაქტიკა და პრაქტიკის დახვეწაზეც ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სიტყვით გამოსვლისას, რომ საქართველოს პარლამენტს აქვს ამბიციური მიზნები, რომელიც ფართო ჩართულობის გარეშე ვერ განხორციელდება აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ პროცესში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა სჭირდება.
„მემკვიდრეობა მივიღეთ საკმაოდ რთული საქართველოს პარლამენტში, ვგულისხმობ ამ მოწვევის პარლამენტს. მემკვიდრეობა იყო დაუხვეწავი კონსტიტუცია, ავტორიტარული კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ დაგვხვდა ამ მოწვევის პარლამენტს. როგორც მოგეხსენებათ, წინა მოწვევის პარლამენტში შექმნილი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. სამი წლის განმავლობაში, დაახლოებით მუშაობდა ეს კომისია, დაიხარჯა დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ლარი მის მუშაობაზე, თუმცა, შედეგი იყო ნულოვანი. ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც მივიღეთ ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტისგან.
რეგლამენტი საჭიროებს დახვეწას და მემკვიდრეობა ამ კუთხითაც არ არის სახარბიელო. კანონშემოქმედებითი კუთხით აქ მინუსებია მიწერილი, თუმცა პირობითია ეს ყველაფერი. მეტნაკლებობა გამოარჩევს თითოეულ ასპექტს. ჩვენი კანონშემოქმედებითი რესურსები არის უფრო მეტად განვითარებული, ვიდრე საზედამხედველო შესაძლებლობები, თუმცა, ნაკლოვანებები ამ შემთხვევაშიც არის არსებითი. იგივე ეხება ჩვენს საზედამხედველო ფუნქციებს, აპარატი საჭიროებს არსებით გაძლიერებას და საზოგადოების ნდობა, ესეც არის მნიშვნელოვანი ასპექტი. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა 2016 წლის ნოემბერში, იმ დროისათვის იყო ჩატარებული არაერთი კვლევა ნდობასთან დაკავშირებით და საქართველოს პარლამენტი იყო ბოლო ადგილზე საზოგადოების მხრიდან ნდობის თავლსაზრისით, რაც იყო შემაშფოთებელი მემკვიდრეობა. გვაქვს გარკვეული წინსვლა. ჩენ ახლა ვართ ბოლოს წინა ადგილზე ნდობის თვალსაზრისით, თუმცა, ბუნებრივია ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. ჩვენ გვჭირდება აქტიურად მუშაობა იმისათვის, რომ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს საქართველოს პარლმენტის მიმართ, რომელიც არის მთავარი დემოკრატიული რგოლი ჩვენს კონსტიტუციურ სისტემაში.
რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, ის ჯერ კიდევ არ არის არსებითად შეცვლილი. გვაქვს ერთი პლიუსი, ეს არის დახვეწილი კონსტიტუცია. ჩვენ დაუხვეწავი და ფაქტობრივად, ავტორიტარული კონსტიტუცია შევცვალეთ დახვეწილი კონსტიტუციით, რომელიც ამოქმედდება უკვე და დახვდება შემდეგი მოწვევის პარლამენტს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა, რომელიც დარჩება ჩვენი მოწვევის პარლამენტისგან ახალი მოწვევის პარლამენტს.
რაც შეეხება რეგლამენტს, რეგლამენტზე მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ დავასრულებთ და მომდევნო მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ დახვეწილ დოკუმენტს დახვეწილი რეგლამენტის სახით.
კანონშემოქმედებითი კუთხით მუდმივად განვიცდით წინსვლას და პროგრესს, თუმცა, რა თქმა უნდა გვჭირდება კიდევ უფრო აქტიური ზომების მიღება იმისათვის, რომ 2020 წლისთვის ჩენ ახალ პარლამენტს დავუტოვოთ შესაბამისი მემკვიდრეობა და იგივე ეხება მაკონტროლებელ ფუნქციებს. აპარატში დაიწყება გაძლიერების პროცესი და ნდობასთან დაკავშირებით არის მუშაობა საჭირო.
საბოლოო ჯამში, ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები და გვინდა დავტოვოთ შემდეგი მემკვიდრეობა შემდგომი მოწვევის პარლამენტისთვის, 2020 წლისთვის.
ეს არის დახვეწილი კონსტიტუცია, დახვეწილი რეგლამენტი, გაძლიერებული შესაძლებლობები კანონშემოქმედების კუთხით, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება და შესაბამისი შესაძლებლობები საქართველოს პარლამენტისათვის, თვისებრივად გაძლიერებული და ძალიან ქმედითი აპარატი და საზოგადოების მაღალი ნდობა.
ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ამბიციური მიზნები, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზნები არის მიღწევადი და ასეთი ამბიციური მიზნების გარეშე, ბუნებრივია, ჩვენი მუშაობა ეფექტიანი ვერ იქნება. ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ შევძლებთ ასეთი მემკვიდრეობის დატოვებას შემდეგი მოწვევის პარლამენტისთვის და რა თქმა უნდა ამ მიზნის განხორციელებაში თითოეული დეპუტატი იქნება ძალიან აქტიურად ჩართული, თუმცა, ეს მიზნები ვერ განხორციელდება უფრო ფართო ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი მჭიდრო ჩართულობის, პოლიტიკური სპექტრის მხრიდან და სამოქალაქო საზოგადოების როლი ამ პროცესში იქნება ფასდაუდებელი.
საქართველოს პარლამენტს ჭირდება აქტიური მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან და ჩვენ ასევე გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ არაერთ საერთაშორისო პარტნიორთან და დონორ ორგანიზაციებთან. უმნიშვნელოვანესია მათი წვლილი საქართველოს პარლამენტის გაძლიერებაში და სწორედ ასეთი თანამონაწილეობა და ჩართულობა მოგვცემს ჩვენ იმის საშუალებას, რომ უზრუნველვყოთ კარგი მემკვიდრეობის დატოვება შემდეგი მოწვევის პარლამენტისათვის“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
ღონისძიების მონაწილეებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის 2017 წლის საქმიანობის შესახებ სრულყოფილი და ინფორმაციული ანგარიშის წარმოდგენისთვის მადლობა გადაუხადეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
არასამთავრო სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, ანგარიშში პრიორიტეტები სწორად არის განსაზღვრული და მნიშვნელოვანი სამომავლო გამოწვევებია წარმოდგენილი. მათ ყურადღება ასევე გაამახვილეს მსგავს ფორმატში შეხვედრების საჭიროებაზე და მის დადებით ეფექტზე.
შეკითხვები და მოსაზრებები გამოითქვა ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით აღებულ ვალდებულებებსა და მათი შესრულების პროცესებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებთან და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
შეკითხვები დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების რეალურ დამოუკიდებლობას, გაძლიერებას და მისი მიღწევის გზებს შეეხებოდა.
მოსაზრებები და შეკითხვები გამოითქვა ასევე იმ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებითაც, რომელიც მნიშვნელობის მიუხედავად, წარმოდგენილ ანგარიშში ვერ აისახა და იმ სიახლეებთან დაკავშირებით, რომელთა განხორციელებასაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გეგმავს.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article