logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
თამარ ჩუგოშვილი ნიუ-იორკში UNDP-ს ხელმძღვანელს  შეხვდა
თამარ ჩუგოშვილი ნიუ-იორკში UNDP-ს ხელმძღვანელს შეხვდა
15:39 13.03.2018
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესია მიმდინარეობს. სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებს საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით.

12 მარტს საქართველოს დელეგაციამ UNDP-ს ხელმძღვანელთან აქიმ შტეინერთან გამართა ორმხრივი შეხვედრა. თამარ ჩუგოშვილმა და დელეგაციის სხვა წევრებმა UNDP-ს ხელმძღვანელს გააცნეს საქართველოში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე რეფორმები და ძირითადი გამოწვევები. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, UNDP მნიშვნელოვანი პარტნიორია საქართველოსთვის ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების, პარლამენტის გაძლიერების, ღია და გამჭვირვალე მმართველობის მხარდაჭერის კუთხით. შეხვედრაზე აქიმ შტეინერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი UNDP-თვის და წარმატებული მაგალითია რეგიონისთვის.
"ვიმედოვნებ, რომ ბატონი სტეინერი შეძლებს მიიღოს ჩვენი მოწვევა და დაესწროს ღია მმართველობის პარტნიორობის დაგეგმილ სამიტს საქართველოში", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დელეგაციის წევრები სესიის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში და სიტყვით მიმართავენ სესიის მონაწილე დელეგაციებს.
თამარ ჩუგოშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს გენერალური დისკუსიის ფარგლებში. მისი გამოსვლა შეეხება იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად და იმ გამოწვევებს, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები: ელენე ხოშტარია და დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის ლაურეატი, ქალთა უფლებათა აქტივისტი გურიიდან, ქეთევან ხიდაშელი.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article