logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
მიხეილ ჯანელიძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ქუვეითის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
15:32 13.02.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰთან გამართა შეხვედრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ბოლო წლებში თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიურ დინამიკას მრავალი მიმართულებით. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის შექმნა და იმედი გამოთქვეს, რომ 2018 წელს გაიმართება ჯგუფის პირველი შეხვედრა.

აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული დიდი პოტენციალი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ განსავითარებლად და ხაზი გაესვა ამ მხრივ უკვე არსებულ დადებით შედეგებს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ქუვეითიდან ვიზიტორთა რაოდენობა, აღინიშნა, რომ ქუვეითში საქართველო მესამე ადგილზეა ტურისტული დანიშნულების ქვეყნებს შორის. დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლის სფეროში თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც გასული წლის ივლისიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება ქუვეითიდან თბილისში.


საქართველოს ვიცე-პრემიერმა ინფორმაცია მიაწოდა ქუვეითის პრემიერ-მინისტრს საქართველოს მზარდი ეკონომიკური პროგრესის, ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და საერთაშორისო სატრანზიტო პროექტების შესახებ. აღინიშნა ამ მიმართულებით ქუვეითის დაინტერესების მნიშვნელობა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰს არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ საქართველოს საგზაო სფეროს განვითარებაში გაწეული კონტრიბუციისთვის.


მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, მიესალმნენ გლობალური კოალიციის წარმატებებს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში. საქართველომ, როგორც კოალიციის წევრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მხარდაჭერა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. საქართველოს ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა მთავრობის ძალისხმევას ქვეყანაში უსაფრთხო და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.


შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ორივე მხარის დაინტერესება განავითარონ შემდგომი თანამშრომლობა და ამ მხრივ აღნიშნეს მაღალი დონის შეხვედრებისა და ვიზიტების მნიშვნელობა. მიხეილ ჯანელიძემ ქუვეითის პრემიერ-მინისტრი საქართველოში მიიწვია.


საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელი 12-13 თებერვალს ქუვეითში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მიხეილ ჯანელიძე მონაწილეობას იღებს ისლამური სახელმწიფოს გლობალური კოალიციის შეხვედრაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article