logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
 ლევან იზორია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა დავუახლოვდეთ ნატოს სტანდარტებს და ქვეყანა თავისი შესაძლებლობებით გახდეს ღირსი, რომ ალიანსის სრულფასოვანი წევრი იყოს
ლევან იზორია: ჩვენი ძირითადი ამოცანაა დავუახლოვდეთ ნატოს სტანდარტებს და ქვეყანა თავისი შესაძლებლობებით გახდეს ღირსი, რომ ალიანსის სრულფასოვანი წევრი იყოს
15:06 13.02.2018
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს, თავდაცვის უწყების მიერ 2017 წელს განხორციელებული რეფორმები და მნიშვნელოვანი ღონისძიებები გააცნო.
სხდომის დასაწყისში, კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში თავდაცვის უწყების პირველი პირის საკომიტეტო მოსმენის მნიშვნელობაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სწორი საპარლამენტო ტრადიცია გრძელდება, რაც თავდაცვის მინისტრის ყოველწლიურ მოსმენაში გამოიხატება.
„ყოველწლიურად ვუსმენთ თავდაცვის მინისტრს, რაც საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში ურთიერთსასარგებლოა. მივესალმები იმ რეფორმებს, რომლებიც სამინისტროში ბოლო წლებში განხორციელდა. გატარდა ძირეული ცვლილებები და მოლოდინებიც შესაბამისად დიდია“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავდაცვის სამინისტროსა და შესაბამის საპარლამენტო კომიტეტთან არსებული თანამშრომლობის შეფასებით დაიწყო თავისი გამოსვლა თავდაცვის მინისტრმა.
მისი განცხადებით, წელიწადნახევრიანმა თანამშრომლობამ კონკრეტული შედეგები გამოიღო, რაც არაერთი სტრატეგიული დოკუმენტის ერთობლივად მომზადებაში გამოიხატა. სტრატეგიულ დოკუმენტებზე საუბრისას, ლევან იზორიამ განსაკუთრებით ეროვნული თავდაცვის გეგმა გამოყო, სადაც, მისივე შეფასებით, საომარი ვითარების შემთხვევაში, კონკრეტულად არის გაწერილი შეიარაღებული ძალების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სამოქმედო გეგმა.
„ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გახდება ქვეყნის ძირითადი სამხედრო-პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის გათვალისწინებით შეიარაღებული ძალების მოქმედების პრინციპებს და გრძელვადიან სამომავლო ხედვას მოიცავს, იგი ასევე ეროვნული თავდაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უწყებების ამოცანებს განსაზღვრავს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.



ლევან იზორიამ სამინისტროს საქმიანობის შეფასებისას ორი მთავარი ამოცანა გამოყო და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, მის ნატოს სტანდარტებთან და შეკავების თანამედროვე პოლიტიკასთან თანხვედრაზე ისაუბრა.
„აღნიშნული მიდგომა ავალდებულებს როგორც ნატოს წევრ ქვეყნებს, ასევე პარტნიორ ქვეყნებს, პირველ რიგში, მზადყოფნის გაძლიერებას და ეს ნიშნავს იმ ძირითადი კომპონენტების უზრუნველყოფას, როგორიცაა დაკომპლექტება, აღჭურვილობა და წვრთნები. მეორე ძირითადი ამოცანა ეს გახლავთ - თითოეული ჩვენი ნაბიჯით დავუახლოვდეთ ნატოს სტანდარტებს და ქვეყანა თავისი შესაძლებლობებით გახდეს ღირსი, რომ იყოს ნატოს სრულფასოვანი წევრი. ამ მიზნის მიღწევით, ჩვენ გვსურს აგრესიის შემთხვევაში შეიარაღებული ძალები მძლავრი შემაკავებელი ფაქტორი გახდეს, უზრუნველყოს მოწინააღმდეგის შეყოვნება და რაც შეიძლება ჭარბი ზიანი მიყენება“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა სამინისტროს გასული წლის საქმიანობის და ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია წარმოადგინა და სამხედრო განათლების კუთხით გატარებულ ღონისძიებებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საერთაშორისო მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე და საერთაშორისო და ორმხრივი თანამშრომლობის შედეგებზე დეტალურად ისაუბრა. მინისტრი უწყების მიერ მომზადებულ ახალ სამხედრო კონცეფციებს და დაფინანსების საკითხებსაც შეეხო.

„ჩვენ რეფორმების შედეგად უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს. კერძოდ, ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამ თვალსაზრისით, 2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით, მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, სახელფასო ხარჯების 53% მიიმართება, რაც ნატოს სტანდარტია. თუ 2015 წელს ეს იყო 66%, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ იგი 53% გახდა. ამის შედეგად დიდწილად თანხები შეიარაღებაზე მივმართეთ. თქვენ იცით, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რასაც ვაკმაყოფილებთ და მეტიც, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ, იგი 20,9% წარმოადგენს. ეს კი ისტორიული მოვლენა. ისტორიული მოვლენაა სწორედ ის, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საუბარია „ჯაველინის“ სისტემებზე. წელს ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე. ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს უფრო დაცულად“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

მინისტრის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ერთწლიანი საქმიანობის ანგარიშზე, კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს. აღსანიშნავია, რომ კომიტეტმა თავდაცვის უწყების საქმიანობა, ერთსულოვნად დადებითად შეაფასა.

„ცხადია, რომ საქართველოს სახელმწიფოს რეფორმების დღის წესრიგში თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს არის რეფორმები, რომელიც ქვეყნის თავდაცვის ახლებურ ხედვას ეფუძნება, რაც თავის მხრივ, თვითმყოფადი, ნატოს სტანდარტებთან თავსებადი და ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალების ფორმირებას გულისხმობს. ანგარიშიდან ნათლად ჩანს, რომ თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება უელსის და ვარშავის სამიტებზე გაჟღერებული ნატოს განახლებული შეკავების პრიორიტეტებს პასუხობს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის მინისტრს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას გაწეული საქმიანობისთვის და წარმოდგენილი ანგარიშისთვის მადლობა გადაუხადა.
„თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებულ ძალები წლების წინ მდგრადი პრობლემების და გამოწვევების წინაშე იდგა. მე პირადად მქონდა მოლოდინიც, რომ ამ პრობლემების გამოსწორება ძალიან მძიმე რისკებთან იყო დაკავშირებული. ლევან იზორიას და მისი გუნდის ძალისხმევით, ამ პრობლემების დასაძლევად მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. მე მივესალმები იმას, რომ ფაქტობრივად, ყველა ეს ძირეული პრობლემა მოგვარებულია მინისტრის ხელმძღვანელობით. რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სამინისტრო, შეირაღებული ძალები რეფორმების ძალიან სწორ გზაზე დგას, რასაც კიდევ ზურგს უმაგრებს ჩვენი პარტნიორების ძალიან სერიოზული მხარდაჭერა“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article