logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა
14:24 13.02.2018
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილეს.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა - ეკომიგრანტთა - სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებით. მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის N144 დადგენილებით შეიქმნა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელსაც მიეცა უფლებამოსილება, გასცეს გრანტი იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
„კანონპროექტით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დევნილებისათვის და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის, საარსებო წყაროების შექმნის მიზნით, გრანტების გაცემა განახორციელოს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სააგენტომ, რომელსაც ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა“, -განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. მისივე თქმით, სააგენტოს მიერ ეკომიგრანტთა მომსახურება საარსებო წყაროების შექნის მიმართულებით იქნება ეფექტური და ეკომიგრანტებს შეექმნებათ საარსებო წყარო, გაუუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და გაეზრდებათ შემოსავალი. ამასთან, დამატებით სააგენტოს გაუადვილდება არასაბიუჯეტო სახსრების მოძიება დონორი ორგანიზაციებიდან, რაც უზრუნველყოფს ეკომიგრანტების ხელმისაწვდომობის გაზრდას საარსებო წყაროებზე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ინტერვიუ
ინტერვიუ
კენეტ იალოვიცი: საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის
11:09 02.02.2018

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ