logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია როგორც არასდროს
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია როგორც არასდროს
11:26 12.01.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციებში საქართველოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვედრას ეხმაურება.
ოხანაშვილი აღნიშნული ინფორმაციის განსაკუთრებით ყურადღებით გაცნობას იმ ხალხს ურჩევს, ვისაც ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება "აღელვებთ" და არ ასვენებთ საზოგადოებისთვის მშვიდი და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა, სადაც თანამოქალაქენი თავს დაცულად გრძნობენ.


უმრავლესობის წევრი ასევე გამოეხმაურა პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის თემას.


"აქვე გამოვეხმაურები ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ მაჩალიკაშვილების ოჯახს შვილის გარდაცვალებას, ადამიანურად მესმის ოჯახის. რამდენიმე ასპექტს გამოვყოფდი სავარაუდო ტერორისტული აქტების აღკვეთასთან დაკავშირებთ: უპირველესად, რომელიმე ჩვენგანი ან ჩვენი ოჯახის წევრი შესაძლოა ყოფილიყო სავარადოდ დაგეგმილი ტერაქტის მსხვერპლი, რასაც ჩვენ გადაგვარჩინეს! ტერორისტული აქტი, რომლის მიზანიც მოსახლეობის დაშინება და ხელისუფლების სტაბილურობის შერყევაა, დიდი ხანია გასცდა ერთი ქვეყნის საზღვრებს და ამიტომ მასთან ბრძოლა საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების გამოწვევად იქცა. ჩვენი ქვეყნისთვის არსებული რეგიონალური საფრთხეების ფონზე, ბოლო წლებში ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მარტივად დასანახია. მაშინ როდესაც ჩვენი თანამოქალაქეები თუ ტურისტების მზარდი ჯგუფები დაცულად გრძნობენ თავს საქართველოში და აქვთ თავისუფლად და უსაფრთხოდ გადაადგილების გარანტიები, ეს ყოველივე ჩვენი უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების დიდი დამსახურებაა!
დღევანდელ რეალობაში სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება ისეთი განვითარებული ქვეყნებისთვის იქცა დიდ გამოწვევად, რომლებსაც ტერორიზმთან ბრძოლის საკმაო გამოცდილება აქვთ!


ამ ყველაფრის ფონზე, ქართული უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები და სამართალდამცავები, საკუთარი სიცოცხლის ფასად, ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი და მკაცრი სტანდარტის დაცვით მოქმედებენ, რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული თუნდაც სავარაუდო ტერორისტის სიცოცხლის ხელყოფა და შედეგად, ახერხებენ უდიდესი ტრაგედიის აცილებას. ეს ყველაფერი შეუძლებელია ამ სამსახურების თანამშრომელთა თავდადებისა და პროფესიონალიზმის გარეშე!


მხოლოდ ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება ქმნის გარანტიას ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებების დაცვისათვის და ქვეყნის განვითარებისთვის! ანარქიასა და ქაოსში რთულია ვინმეს უფლების დაცვაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანის კეთილდღეობაზე ვისაუბროთ. ჩვენი საზოგადოების დაკვეთა უსაფრთხო, სტაბილურ და განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებაა!
ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის არამოსურნე ხალხის მიერ უსაფრთხოების სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ მიმართული ცილისმწამებლური და "პოლიტიკურ სარჩულს" ამოფარებული განცხადებები კი მიმართულია ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ!თუმცა, ყველა ასეთ ადამიანს მინდა გავუცრუო ასეთი მზაკვრული იმედი. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ძლიერია როგორც არასდროს და საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე ჩვენი საზოგადოების დაცვის სადარაჯოზე მუდამ იდგებიან ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები!"- განაცხადა ოხანაშვილმა


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
სანდრო ონოფრიშვილი: მიმდინარე წელს სამთო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ახალ რეკორდს ველით
11:08 14.12.2017
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის -
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო