logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ესპანეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრები გამართა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ესპანეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრები გამართა
09:38 12.01.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძე ესპანეთში მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შეხვდა და ბარსელონაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესპანეთს ვიზიტით 7-9 იანვარს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ზვიად გონაძემ შეხვედრები გამათა ესპანეთის სამეფოში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს სახელწიფო პოლიტიკას, მინისტრის მოადგილემ დიასპორის წვერებს გააცნო დიასპორის სახელმწიფო სტრატეგია და ის ინიციატივები და სიახლეები, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ინერგება დიასპორასთან ეფექტური კომუნიკაციის მიზნით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზოგადად ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და არსებული პრობლემატიკის გადაჭრის გზებს. დიასპორის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდეს მათი საქმიანობის შესახებ და მათ მიერ განხორციელებული პროექტების თაობაზე. აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს დიასპორასთან რეგულარულ კონტაქტებსა და შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ასევე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებში. მათ შორის ზვიად გონაძე სიტყვით გამოვიდა „წმინდა ანთიმოზ ივერიელის“ სახელობის ქართული საკვირაო სკოლის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.


მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს ესპანეთში მოქმედმა ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა „გამამ“, ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „იბერიონმა“ და „ქართველომ“, გოგონათა ანსაბლმა „ბეთანიამ“ და სამრევლოსთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ჯორჯიან ფოლკმა“. ღონისძიება ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს ხელშეწყობით და დიასპორული ორგანიზაციების ინიციტივით ჩატარდა.

საზეიმო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა ასევე მიიღო მამა ლუკა ფალავანდიშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა