logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
 მიხეილ ჯანელიძე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფს შეხვდა
15:00 07.12.2017
ეუთო-ს 24-ე მინისტერიალის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობართა ჯგუფისა და საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მეგობართა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, რუმინეთი და პოლონეთი. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მიმართ საკუთარი მხარდაჭერა, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მეგობართა ჯგუფში შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეუთოს 24-ე მინისტრთა საბჭოს შეხვედრის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხრიდან წელსაც იგეგმება საქართველოს მხარდამჭერი განცხადების მიღება.

საქართველოს საგარეო საქმეთა პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეუთო-ს ფარგლებში, სადაც წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო კონსენსუსის არარსებობის შედეგად ვერ მიიღებოდა საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება,მოიძებნა ფორმატი, სადაც შესაძლებელი გახდა საქართველოს თაობაზე დოკუმენტის მიღება. მისი ინფორმაციით, წლევანდელ განცხადებაში, ისევე როგორც გასულ წელს, საუბარი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, რუსეთის დესტრუქციულ პოლიტიკაზე და ადამიანის უფლებათა მხრივ არსებულ იმ კონკრეტულ დარღვევებზე, რასაც ადგილი აქვს ოკუპირებულ რეგიონებში. მისივე ინფორმაციით, წელს საქართველოს მეგობართა ჯგუფის საკუთარ განცხადებაში ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს დემოკრატიული და პოლიტიკური რეფორმების განხორციელების, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

კიდევ ერთხელ გამოიხატება მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
რატომ დაუშვა რუსეთმა თურქმენული გაზის სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპისაკენ ტრანზიტის შესაძლებლობა?
12:06 15.08.2018
სოჭში ერთმანეთს რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები - ვლადიმერ პუტინი და გურბანგული
ინტერვიუ
ინტერვიუ დიმიტრი მედვედევთან: ჩვენი ამოცანა არ იყო, რომ საქართველო მთლიანად გაგვენადგურებინა და სააკაშვილი დაგვესაჯა
12:43 07.08.2018

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, სამხრეთ ოსეთში ომი დაიწყო - ქართველი სამხედროები ცხინვალში

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ კიკაბიძესთან: რუსეთი ძალიან მიყვარს!
10:50 20.07.2018

"მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში ცნობილი „მიმინო“, მეგობრებისთვის კი უბრალოდ ბუბა, ბოლო დროს

ინტერვიუ
„სიყვარულთან შერეული სიძულვილი“-პოლონელი ანალიტიკოსის თვალით დანახული რუსულ-აფხაზური ურთიერთობები
10:16 16.07.2018

ინტერვიუში ვარშავის აღმოსავლური კვლევების ცენტრის ანალიტიკოსი ვოიცეხ გურეცკი ჟურნალისტ

ინტერვიუ
რუსი ექსპერტი: აშკარად ჩანს, რომ საქმე საქართველოს ნატო-ში მიღებისაკენ მიდის, რუსეთს კი მის შესაჩერებლად რეალური ბერკეტი არ აქვს
16:13 13.07.2018

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი

ინტერვიუ
გელა დუმბაძე: გამარჯვება მხოლოდ ცივი გონებითაა შესაძლებელი
12:49 11.07.2018

უკრაინის ყოველკვირეულ გაზეთ «Аргументы недели»-ში გამოქყვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს