logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გატარებული რეფორმების წყალობით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდო ქვეყანა
ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გატარებული რეფორმების წყალობით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდო ქვეყანა
14:17 16.11.2017
„ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ საკმაოდ წარმატებით განახორციელა სხვადასხვა რეფორმა ეკონომიკური მიმართულებით. სწორედ ამ რეფორმების წყალობით საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე გახდა ერთ-ერთი ყველაზე გახსნილი, სტაბილური და სანდრო ქვეყანა ისეთ საკითხებთან მიმართებაში როგორიც არის გამჭვირვალობა, მეტი ღიაობა, უსაფრთხოება და სხვა“ - ამის შესახებ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალოუსიო ნუნეს ფერეირამ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა იგი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე და გატარებულ რეფორმებს, რაც ბრაზილიისთვის საკმაოდ საინტერესო და სამაგალითოა. ფერეირას განცხადებით მისთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელიც საქართველომ გაატარა ელექტრონული მომსახურების მიღების მიმართულებით. „ძალიან ვაფასებთ იმ რეფორმებს, რომლებიც თქვენ განახორციელეთ და იმ წარმატებას, რომელიც საქართველოს აქვს სერვისების ელექტრონულად მიღების კუთხით“ - განაცხადა ალოუსიო ნუნეს ფერეირამ.

ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. მისი თქმით საქართველო კავკასიის რეგიონში ბრაზილიისთვის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და იგი აქტიურად მუშაობს ბრაზილიის შესაბამის სამინისტროსთან, რომ მოხდეს საქართველოში ბრაზილიის ბიზნეს დელეგაციის სტუმრობა, რათა მათ ადგილზე შეაფასონ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები. როგორც ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობა მაღალ ნიშნულზეა და ახლა საჭიროა ეს სათანადოდ გამოვლინდეს კონკრეტულ სფეროებში ურთიერთობებში - იქნება ეს ხალხთა შორისი კონტაქტები, კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ა.შ.

მან ასევე მაღალი შეფასება მისცა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომელსაც მინისტრებმა დღეს მოაწერეს.

მან მაღალის შეფასება მისცა ორი ქვეყნის ურთიერთობის საპარლამენტო განზომილებას და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ბრაზილიელი სენატორების ვიზიტს საქართველოში. როგორც მინისტრმა განაცხადა ბრაზილიის პარლამენტში დიდი მხარდაჭერა მოჰყვა სენატორების ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ალოუსიო ნუნეს ფერეირამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბრაზილიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ ბრაზილია მხარს უწერს საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკას.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 2017 წლის 15-16 ნოემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან.

ნუნეს ფერეირამ პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article