logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ვიტოლდ ვაშჩიკოვსი: “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისგან საქართველო უპირობო მხარდაჭერას უნდა ელოდოს
ვიტოლდ ვაშჩიკოვსი: “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისგან საქართველო უპირობო მხარდაჭერას უნდა ელოდოს
14:46 14.11.2017
„კითხვაზე თუ რას უნდა ელოდოს საქართველო „აღმოსალეთ პარტნიორობის“ სამიტისგან, მსურს მოკლედ გიპასუხოთ - უპირობო მხარდაჭერას საქართველოს ამბიციებისადმი გახდეს ევროკავშირის წევრი, გახდეს ყველა იმ ინსტიტუტის ნაწილი რომლიც ჩვენ შევქმენით ევროპის დასავლეთ ნაწილში“ - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ სამი ქვეყნის - საქართველოს, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის განცხადებით სამიტზე მიღებულ იქნება კომუნიკე, რომელიც საქართველოს შესთავაზებს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტი დაახლოების პერსპექტივას. ამასთან მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლონეთი და შვედეთი მხარს უჭერენ ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან წევრობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში შეძლებს ამ მიზნის მიღწევას ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმებისა და ძალისხმევის შედეგად.

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა პოლონეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ამ კონტექსტში მან „თბილისის კონფერენციის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით გაიზიაროს პოლონეთის გამოცდილება.
„ჩვენი გზავნილი ევროკავშირისადმი არის - რაც უფრო მალე მით უკეთესი“ - განაცხადა მინისტრმა.

ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ინტეგრაციის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მინისტრის განცხადებით პოლონეთისთვის არასდროს იქნება მისაღები დამოუკიდებელი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების დარღვევა.
„ჩვენი, როგორც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მომავალი წევრის იმედი უნდა გქონდეთ“ - აღნიშნა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ
სანდრო ონოფრიშვილი: მიმდინარე წელს სამთო კურორტებზე ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ ახალ რეკორდს ველით
11:08 14.12.2017
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები დამსვენებლების მისაღებად მზად არის -
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-