logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
 კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
18:03 12.10.2017
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო.
„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კახა კალაძემ შეხვედრისას ხაზი გაუსვა ურბანული განვითარების, ტრანსპორტის განახლების, ძველი უბნების რეაბილიტაციისა და ეკოლოგიური გაუმჯობესების საკითხებს.
„ქაოტური განაშენიანება გუშინ და დღეს არ დაწყებულა, ეს 20-25 წლის განმავლობაში დაგროვებული პრობლემებია. თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და არ მივიღეთ მკაცრი გადაწყვეტილებები, ასე გაგრძელება შეუძლებელია“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება გადაჭრის, რომლითაც ქაოტური განაშენიანება დასრულდება.
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე, უნდა დაიხვეწოს მშენებლობის სტანდარტები და ყურადღება უნდა მიექცეს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების შრომითი უფლებების დაცვას და მათ უსაფრთხოებას.
კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე და აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესში გათვალისწინებული იქნება ტურისტული მარშუტების კონცეფცია.
მისი თქმით, ძველი თბილისის რეაბილიტაცია და ტურისტული პოტენციალის სათანადად წარმოჩენა, არამარტო მოსახლეობის ჯიბეზე, არამედ ქალაქის ბიუჯეტზეც აისახება, რაც აუცილებელია ახალი პროექტების განხორციელებისათვის.
კახა კალაძის თქმით, ასევე, დაგეგმილია მუნიციპალური მუზეუმების რეაბილიტაცია, რომელიც ტურისტულ მარშუტებში გათვალისწინებული იქნება.
„მუნიციპალიტეტს 9 მუზეუმი აქვს საკუთრებაში, რომლის რეაბილიტაცია გვინდა განვახორციელოთ. მუზეუმები ყველა ქვეყანაში შემოსავლის წყაროა და არ არის დოტაციაზე. ჩვენც გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა - არამარტო მუზეუმები, რომელიც შეიძლება გავაძლიეროთ და გავითვალისწინოთ ტურისტულ მიმართულებაში“ - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატმა განათლებისა და კულტურის მოღვაწეებთან შეხვედრისას, მწუხარება გამოთქვა მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალების გამო.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ქალბატონ ლიკა ქავჯარაძის გარდაცვალებას. მართლაც ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენგანისთვის. დავკარგეთ ულამაზესი ქალბატონი და ნიჭიერი მსახიობი“ - აღნიშნა კახა კალაძემ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article