logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
გიორგი კვირიკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა
16:59 12.10.2017
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ნატო-ს მომავალი სამიტის საკითხი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ შეხვედრაზე, რომელიც დღეს ბათუმში გაიმართა.

საუბარი შეეხო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის ამაღლებას, ასევე, ნატო-სთან თავსებადობას, ემსახურება.

ასევე, განხილულ იქნა დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად და სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ნაბიჯები და ამ მიმართულებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში.

აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციას და იყენებს ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატო-ში გაწევრიანებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა ჯეიმს აპატურაის საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხარულია, უმასპინძლოს საქართველოს მეგობრებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ინტერვიუ
ინტერვიუ
კენეტ იალოვიცი: საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის
11:09 02.02.2018

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ
ინტერვიუ