logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
მიხელ ჯანელიძე: ქვეყანაში გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში
მიხელ ჯანელიძე: ქვეყანაში გატარებული რეფორმები ხელს უწყობს საქართველოს წარმატებულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში
14:32 12.10.2017
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ბათუმში 2017 წლის 11-12 ოქტომბერს მასპინძლობს.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია წარმოადგენს მნიშვნელოვან რეგიონალურ პლატფორმას, რომელზეც წარმატებულად განიხილება არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები, არამედ რეგიონალური და გლობალური გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

მისი განცხადებით, წელს კონფერენციის ფარგლებში ქართულმა მხარემ - საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სახით, ასევე კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს საქართველოს პროგრესი მრავალი მიმართულებით.
მინისტრის შეფასებით, წელს საქართველო აღნიშნულ საერთაშორისო კონფერენციას შეხვდა მნიშვნელოვანი მიღწევებით, რაც გამოიხატა ცალკეულ სფეროებში გატარებული დემოკრატიული რეფორმებით, ასევე წარმატებული თანამშრომლობით ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციასთან და ევროპელ პარტნიორებთან.

„საქართველო არის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარემოსი, ჩვენ წელს ვხვდებით ამ კონფერენციას კიდევ უფრო მეტად ძლიერები, რაც გამოიხატება ამ ერთი წლის განმალობაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებში, მეტ ეკონომიკურ რეფორმაში, მეტ რეფორმაში თავდაცვის სფეროში, მეტ წარმატებულ ინტეგრაციის პროცესში ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში, ინსტიტუტებში და ჩვენს მეტ კონტრიბუციაში გლობალური უსაფრთხოების საკითხებში. აღსანიშნავია ასევე ახალი ფორმატები, მაგალით ევროკავშირთან დაწყებული უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგი, რომელიც მნიშვნელოვანი ახალი ფორმატია და ხელს შეწყობს ჩვენს შემდგომ წარმატებულ ინტეგრაციას ევროპულ ინსტიტუტებში“- განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, მიმდინარე წელი მნიშნელოვანი იყო ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, რაც გამოიხატა როგორც ქვეყნის შიგნით გატარებული რეფორმებით, ასევე ცალკეული აქტივობებით ალიანსთან და მის წევრ ქვეყნებთან.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების ფორუმის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან მაღალი რანგის 250-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

საგარეო საქმეთა მინისტრი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს სამუშაო პანელზე, რომელიც ევროპული უსაფრთხოების მომავალს ეხება. მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს კონფერენციაში მონაწილე დელეგატებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ სენატორ ჯინ შაჰინთან: საქართველოს დასახმარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ
10:15 08.12.2017

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ ამერიკამ ყველაფერი უნდა გააკეთოს საქართველოს

ინტერვიუ
ინტერვიუ რუს ექსპერტთან: თურქეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ყოველმხრივი „ათვისება“ მიმდინარეობს
10:17 07.12.2017

ინტერვიუში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო

ინტერვიუ
ინტერვიუ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან: „ჯაველინები“ საქართველოს თავის დაცვაში დაეხმარება
10:39 29.11.2017

საქართველო შეერთებული შტატებისგან მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ, ჯავშან-

ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი მონაწილეობის საკითხი განხილვის პროცესშია
12:26 20.11.2017

ინტერვიუში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს პოლონეთში ყოფნის დროს გაზეთ

ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ისეთი პრეზიდენტი ჭირდება, როგორიც ვლადიმერ პუტინია
10:01 13.11.2017
გერმანული ტელერადიოკომპანია Deutsche Welle-ს ჟურნალისტმა, პრგრამა „ნემცოვა. ინტერვიუების“
ინტერვიუ
ინტერვიუ სერჟ სარგსიანთან: ჩვენ გვჭირდება, მოვძებნოთ ჩვენი პროდუქციის რუსეთში გატანის ალტერნატიული გზები
10:09 06.11.2017
სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რუსეთის რადიოსადგურ