logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
გიორგი კვირიკაშვილი: ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით გადაიდგა, ჩვენი ახალი კონსტიტუციის პროექტია
გიორგი კვირიკაშვილი: ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით გადაიდგა, ჩვენი ახალი კონსტიტუციის პროექტია
11:10 12.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მთავრობის მიღწევებზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლება წარმატებით ატარებს 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანიც ქვეყნის სწრაფი განვითარებაა.

“ჩვენ განსაკუთრებული პროგრესი გვაქვს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დემოკრატიული ინსტიტუტების - მედიათავისუფლება და დამოუკიდებელი სასამართლოს - გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა, კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა. მედიათავისუფლების კუთხით, მაგალითად, 2012 წელთან შედარებით, 37 პოზიციით გავიუმჯობესეთ საერთაშორისო პოზიცია, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ორგანიზაციის შეფასების შესაბამისად. "ჰერიტიჯის ფონდის" კორუფციისგან თავისუფლების კატეგორიაში საქართველოს პოზიციები, 2012 წელთან შედარებით, 38 ადგილით გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თანახმად, ჩვენი პოზიციები 28 პუნქტით გაუმჯობესდა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით.
ყველაზე დიდი ნაბიჯი, რაც გადაიდგა ქვეყნის დემოკრატიული კონსოლიდაციის კუთხით, არის ჩვენი ახალი კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც პარლამენტმა სამი მოსმენით უყარა კენჭი და რომელიც, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ასრულებს საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო რესპუბლიკისაკენ და დადებით ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესებისკენ, რომელიც ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს.
დემოკრატიულ რეფორმებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი თავდაცვის სისტემის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის პროცესს, და ამ მიმართულებით გატარებულ და მიმდინარე რეფორმასთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ჩვენი ჯარის რეფორმა. უპრეცედენტო ნაბიჯები გადაიდგა გასული წლის მანძილზე და ასევე, დაიგეგმა მომავალ წლებში პარტნიორებთან ერთად განსახორციელებელი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გახდის მეტად დაცულს.
ამასთან, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესს და ვიყენებთ ყველა არსებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რაც საჭიროა ნატოში გაწევრიანებისთვის. ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიისა და ამასთან, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანა, მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებაში, შავ ზღვაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განსამტკიცებლად.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გასული წლის დეკემბერში, ევროკავშირს მივმართეთ ინიციატივით, დაგვეწყო სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე და მისასალმებელია, რომ გუშინ გაიმართა აღნიშნული დიალოგის პირველი შეხვედრა. საქართველო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ევროპის უსაფრთხოების საერთო არქიტექტურაში, რაც აღნიშნულია ევროკავშირის გლობალური უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში და გამოხატულია ჩვენი აქტიური თანამშრომლობით ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან, ჩვენი მონაწილეობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში. თუმცა, ჩვენ თანამშრომლობის და ინტეგრაციის მეტ შესაძლებლობებს ვხედავთ და სწორედ ამას მოემსახურება ჩვენი დიალოგი. სტრატეგიული დიალოგის ფორმატი იქნება გზა, რითაც ჩვენ გვინდა, მივაღწიოთ მაქსიმალურ თავსებადობას ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემასა და სტრუქტურებთან. ეს დიალოგი შეეხება ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეები, რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, ორგანიზებულ დანაშაულთან კოორდინირებული ბრძოლა, ენერგოუსაფრთხოება თუ სხვა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 5 წელიწადში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კატეგორიაში საქართველომ 67-ე ადგილიდან 26-ე პოზიციაზე გადაინაცვლა, გაუმჯობესება გვაქვს 41 პოზიციით.
დიალოგის ფარგლებში, რა თქმა უნდა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის მშვიდობიანი გადაჭრის გზები და ევროკავშირის ჩართულობა იქნება აქტიურად განხილული.
პატივცემულო სტუმრებო,
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოკლედ გაგიზიაროთ ასევე, ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, რადგან ჩემს მიერ თავში დასახელებული პრობლემები ვერ გადაიჭრება, თუ არ იქნა მიღწეული ეკონომიკური სტაბილურობა.
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა თითქმის ყველა რეიტინგში ეკონომიკური მიმართულებით. მაგალითისთვის მინდა მოგახსენოთ, რომ Fraser Institute-ის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის თანახმად, საქართველო მე-8 ადგილზეა მსოფლიოში. კერძო საკუთრების დაცვის მიმართულებით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2016-2017 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები 77 პუნქტით გაუმჯობესდა.
საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც ხელი მოაწერა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.
საქართველო აქტიურად ვითარდება, როგორც ევროპული ქვეყანა და ამავე დროს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი - ვაშენებთ ეფექტიან სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, წვლილი შეგვაქვს ინიციატივაში „ერთი სარტყელი - ერთი გზა“, წელს სრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, დავიწყეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთში, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.
საქართველო სანდო პარტნიორია ენერგეტიკული მიმართულებით, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს დასავლეთის ბაზრებისთვის ენერგორესურსების მიწოდების მიმართულებით.
და რაც მთავარია, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სწრაფი განვითარება. ამ რეფორმების შედეგად, ჩვენ უკვე, ერთ წელიწადში შევძელით არა მარტო რეგიონული შოკის წარმატებით გადალახვა, არამედ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, ვიდრე დაგეგმილი იყო. ჩვენი რეფორმები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამასთან. სავალუტო ფონდმა მიმდინარე კვირას განაცხადა, რომ საქართველოს რეფორმების პროგრამის განხორციელება შთამბეჭდავად დაიწყო და ყველა მაჩვენებელი გადაჭარბებით არის შესრულებული, ეკონომიკა გაიზარდა დაგეგმილზე უფრო სწრაფად, სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად, და რომ მთავრობის რეფორმები უზრუნველყოფს კიდევ უფრო მეტ დინამიკას მომავალში. საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ნდობას უცხადებს არა მარტო სავალუტო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი და სხვა საფინანსო ინსტიტუტები, ასევე - კერძო სარეიტინგო კომპანიებიც, რისი დასტურიცაა "მუდისის" მიერ მიმდინარე წლის სექტემბერში გაუმჯობესებული საკრედიტო რეიტინგი საქართველოსთვის Ba3-დან Ba2-მდე.
რა თქმა უნდა, მეგობრებო, ამ წარმატებების შესახებ ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამ დარბაზში იმყოფება საქართველოს უამრავი მეგობარი და მე მინდა, რომ ყველა მეგობარმა იგრძნოს თავი ამ წარმატების თანამონაწილედ. დარწმუნებული ვარ, ამ პოზიტიური განვითარების ტრაექტორიის შესანარჩუნებლად, აუცილებელია, რა თქმა უნდა, მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დიალოგის შედეგად, ჩვენი მეგობრების ჩართულობით, შესაძლებელი გახდება, არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის მიღმა სტაბილურობის სურათის გაუმჯობესება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების განვითარებისთვის.
მინდა, წარმატება გისურვოთ, წარმატება ვუსურვო ფორუმს და გამოვთქვა იმედი, რომ ხვალ იქნება უკეთესი ამინდი, ყველა თქვენგანი დარჩება ბათუმში დღევანდელი დღის მიღმა და ისიამოვნებს ამ უმშვენიერესი ქალაქის მზიანი ამინდითაც.
დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ!“-განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ინტერვიუ
ინტერვიუ
კენეტ იალოვიცი: საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის
11:09 02.02.2018

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ