logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
პრემიერი: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მარტო ჩვენი ქვეყანა დგას, არამედ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის
პრემიერი: უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მარტო ჩვენი ქვეყანა დგას, არამედ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის
10:52 12.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად რუსეთის პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია.

აღნიშნულის შესახებ პრემიერმა ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა გამოწვევების წინაშე გასამკლავებლად მთავრობის ხედვებსა და ქმედებებზეც ისაუბრა.

“ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია თქვენი მონაწილეობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში და ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამდენი სტუმარი ჩამოვიდა საქართველოს ულამაზეს ქალაქ ბათუმში, რათა იმსჯელოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი რეგიონი და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი, უფრო უსაფრთხო.
მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს ყველა მეგობარს, რომელიც ამ დარბაზში იმყოფება, მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართ და მადლობა გადაგიხადოთ, რომ გვერდში გვიდგახართ სახელმწიფოს აღმშენებლობისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საქმეში.
ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია, უზრუნველვყოთ მშვიდობა და უსაფრთხოება და გზა გავუხსნათ მდგრად და სტაბილურ განვითარებას არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელს რეგიონში.
მოგეხსენებათ, რამდენად რთულ რეგიონში ვცხოვრობთ და რამდენ ,,რბილ“ თუ ,,ხისტ“ გამოწვევასთან გვიწევს გამკლავება. თუმცა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე არა მარტო ჩვენი ქვეყანა და რეგიონი დგას, არამედ, სამწუხაროდ, ეს საერთო გახდა მთელი მსოფლიოსთვის. ამიტომაც, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენგან კიდევ მეტ ძალისხმევას საჭიროებს.
ამიტომ, დღეს როგორც არასოდეს, ჩვენ გვჭირდება სიღრმისეული განხილვა და მსჯელობა, თუ როგორ დავძლიოთ ერთად ეს გამოწვევები.
მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი უსაფრთხოების კონფერენცია, იქცა მნიშვნელოვან რეგიონალურ ფორმატად, სადაც ასეთი მსჯელობა შეიძლება წარიმართოს.
მსურს მოკლედ გაგიზიაროთ ჩვენი მთავრობის ხედვა და ქმედებები ამ გამოწვევების წინაშე გასამკლავებლად.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან და დღესაც გრძელდება მათი აგრესიული პოლიტიკა, რომელიც აისახება ისეთ პროცესებში, როგორიცაა:
- ოკუპირებული ტერიტორიების შთანთქმა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სივრცეებში, ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებების მეშვეობით, უკანონო რეფერენდუმებით თუ სხვადასხვა პროგრამებით;
- განგრძობითი მილიტარიზაცია, რომელიც გამოხატულია დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ათეულობით გამართული სამხედრო წვრთნით მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში;
- მაქსიმალური იზოლაცია ოკუპირებული ტერიტორიებისა, გამოხატული როგორც ე.წ. გადასასვლელების დაკეტვაში, ასევე, მავრთულხლართების და არხების მშენებლობაში საქართველოს ტერიტორიაზე;
- ეთნიკური დისკრიმინაცია და წმენდა, გამოხატული, როგორც მშობლიურ ენაზე სწავლის აკრძალვაში და ეთნიკური ნიშნით ყოველგვარ უფლებრივ დისკრიმინაციაში, ასევე, ქართული სოფლების და დასახლებული პუნქტების კვალის სრული წაშლით, რომელსაც სულ უკანასკნელ დღეებში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად ამ პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო რჩება სრულ შესაბამისობაში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან და დგამს დიპლომატიურ ნაბიჯებს, რათა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობით, შესაძლებელი გახდეს რუსეთის ფედერაციის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების უზრუნველყოფა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.
ამასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ შერიგების პოლიტიკას და მზად ვართ, მაქსიმალურად გავუზიაროთ პროგრესი ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს.
პროგრესი კი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად ხელშესახები აქვს. ჩვენ ყოველდღიურად ვდგამთ ნაბიჯებს, ქვეყნის შიგნით თუ საგარეო ასპარეზზე, რაც აძლიერებს საქართველოს როლს და ფუნქციას რეგიონის მასშტაბით და აძლიერებს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას.
ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტია, ის ქართველი ხალხის ნებას ეფუძნება.
ჩვენ გვჯერა, რომ ზემომოხსენებული მრავალი საერთო გამოწვევის წინაშე გამკლავება შესაძლებელია, პირველ რიგში, თუ ჩვენ იმ საერთო ღირებულებების და პრინციპების ერთგული ვიქნებით, რომლებიც ემსახურება ევროატლანტიკურ სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

ამისათვის საქართველო ბევრ შიდა რეფორმას ახორციელებს. რეფორმები პირველ რიგში უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომლის განხორციელებაც, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტიდან ტრანსფორმირდა შიდა პოლიტიკურ პრიორიტეტებში. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ 3-წლიანი ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც კომპლექსურ პოლიტიკურ, სექტორალურ და სავაჭრო სფეროს რეფორმებს გულისხმობდა და გადავდივართ ახალ 3-წლიან გეგმაზე, რომელიც კიდევ უფრო ამბიციურია ამ თვალსაზრისით“-განაცხადა პრემიერმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: ამერიკელები საქართველოში გადატრიალებას ამზადებენ
10:32 08.06.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ს პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში ისაუბრეს გადაცემის
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან: სააკაშვილის მსგავსი კლოუნები არ გვჭირდება
11:15 05.06.2018
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ავსტრიაში ვიზიტის წინ, ინტერვიუ მისცა ავსტრიის
ინტერვიუ
რუსი პოლიტოლოგების კომენტარები: სირიის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის არიარება რუსეთის პრესტიჟს ურტყამს
14:17 30.05.2018
ყოველთვის, როცა აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს რომელიმე სახელმწიფო აღიარებს, იბადება კითხვა - რა
ინტერვიუ
სტივენ ჯონსი: საქართველოს შიდა პოლიტიკას დღესაც იგივე შინაარსის პრობლემები აქვს, რაც პირველ რესპუბლიკას ჰქონდა
12:32 25.05.2018
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავზე მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯის
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი