logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ინდოეთს სტუმრობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ინდოეთს სტუმრობს
15:36 16.09.2017
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, დავით ჯალაღანიას ხელმძღვანელობით, სამხრეთ აზიის რეგიონში ტურნეს ფარგლებში, 2017 წლის 14 სექტემბერს ეწვია ინდოეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიუ დელის, სადაც გაიმართა საქართველო-ინდოეთის სავაჭრო, ეკონომიკური,სამეცნიერო და ტექნოლოგიური, კულტურული და საგანმანათლებლო თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-3 სხდომა და ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი.
ორივე ფორმატი ჩატარდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე. ინდოეთის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მდივანი, რუჩი გჰანაშიამი. ქართულ დელეგაციაში წარმოდგენილი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟვაძე,ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები. ინდური მხრიდან სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა, კომერციისა და ინდუსტრიის და რკინიგზის სამინისტროებმა, გადამზიდავი ასოციაციის და რეგიონული ვაჭრობის ცენტრის წარმომადგენლებმა.
კომისიის ფარგლებში განხილული და შეფასებული იქნა სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტრანსპორტის, ტურიზმის, ტელე-კომუნიკაციების, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ინოვაციების, სასოფლო-სამეურნეო, კულტურული, ენერგეტიკული მიმართულებებით გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა და მიღწეული შედეგები, ასევე დაისახა ხსენებულ სექტორებში სამომავლო თანამშრომლობის განვითარების გზები, რომელიც აისახა კომისიის ოქმში.
კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ინდოეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ბერკეტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ორი ქვეყნის მეგობრობისა და პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, ხალხთა შორის კონტაქტების გააქტიურებას და მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ინდოეთის კომერციის და ინდუსტრიის მინისტრთან სურეშ პრაბუსთან, რომელთანაც განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და მიღწეული შედეგები, ასევე საქართველო-ინდოეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები; ინდოეთის რკინიგზების მინისტრის მოადგილესთან, რომელთანაც განხილული იყო საქართველოს ინფრასტრუქტურული რეფორმები დაპროექტები, ასევე რამდენიმე რეგიონული სატრანზიტო პროექტი, რომლებმაც ინდური მხარის დაინტერესება გამოიწვია; ინდოეთის ელექტრონიკის და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრთან შრი რაჯივ კუმართან და სხვადასხვა სააგენტოს ხელმძღვანელებთან.
პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და მიმოიხილეს სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ აზიის რეგიონში არსებული ვითარება და მიმდინარე პროცესები.განსაკუთრებით აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლის იუბილე, რომლის აღსანიშნავად მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის თაობაზე. მხარეებმა აღნიშნეს საერთო ღირებულებებზე, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის პრიორიტეტზე დამყარებული თანამშრომლობის დადებითი ტენდენცია. ინდოეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი პოზიცია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან მ. ჯ. აკბართან, რომლის ფარგლებში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობისმზარდი და ნაყოფიერი ხასიათი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა