logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
„აეროსმიტის“ კონცერტისთვის „ბლექ სი არენა“ სრულ მზადყოფნაშია
„აეროსმიტის“ კონცერტისთვის „ბლექ სი არენა“ სრულ მზადყოფნაშია
17:40 19.05.2017
პროექტ „check in Georgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი „აეროსმიტის“ კონცერტის გამართვამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და კომპანია „ბლექ სი არენა“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა ბათუმში პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, „აეროსმიტის“ გრანდიოზული კონცერტისთვის მზადება „ბლექ სი არენაზე“ დასრულებულია და ბენდის რაიდერით მოთხოვნილი ყველა ტექნიკული დეტალი მზად არის.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ ბილეთები ძალიან მცირე დროში, დაახლოებით სამ საათში გაიყიდა. გაყიდულია 10 000-ზე მეტი ბილეთი.
ანი კავლელიშვილის განცხადებით, მაყურებლებისა და ტურისტებისათვის მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, „ფონდი ქართუს“ხელშეწყობით დამთავრდა ბაქანის მშენებლობა „ბლექ სი არენას“ სიახლოვეს, რომელზეც გაჩერდება „საქართველოს რკინიგზის“ მიერ სპეციალურად check in Georgia”-ს ღონისძიებებისთვის დანიშნული მატარებელი და მგზავრებს საშუალება ექნებათ ბაქნიდან პირდაპირ გადავიდნენ „ბლექ სი არენას“ საკონცერტო დარბაზში.
„საქართველოს რკინიგზის“ მიერ აეროსმიტის კონცერტისთვის დანიშნული მატარებლებზე მგზავრობის ღირებულება ბიზნესკლასისთვის 10 ლარი, I კლასით მგზავრობისთვის 8 ლარი, ხოლო II კლასით მგზავრობა 6 ლარი იქნება. I და II კლასით მგზავრობისას ბავშვებზე იმოქმედებს შეღავათიანი ტარიფი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება ჩვენთვის. პროექტის მიზანია გაიზარდოს ტურისტული ნაკადები, საქართველო გაიცნოს კიდევ უფრო მეტმა საინტერესო ადამიანმა და დაჩექინდეს მეტი ვარსკვლავი საქართველოში. მგონი საუკეთესო სეზონის გახსნაა და მთელი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო, ქართულ და უცხოურ ღონისძიებებს გპირდებით“ - განაცხადა ანი კავლელიშვილმა.
პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ პროექტი Check in Georgia ხელს უწყობს საქართველოს ცნობადობის გაზრდას და დამატებითი პოზიტიური ფაქტორია ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის, რომ უკეთესი შთაბეჭდილებები მიიღონ.
„ყველა ღონისძიება თუ სპორტული ასპარეზობა, რაც Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება, იმ მიზანს ემსახურება, რომ საქართველოში ჩამოსულ მილიონობით ტურისტს აქ მოგზაურობა კიდევ უფრო გავუხალისოთ და ისინი კარგი შთაბეჭდილებებით წავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან. ეს ქმნის საფუძველს, რომ დამატებით ტურისტული ნაკადები მოვიზიდოთ ჩვენს ქვეყანაში.check in Georgia ძალიან საინტერესო პროგრამით წარსდგება როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ასევე უცხოელი ტურისტების თვალწინ და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2017 წელი იქნება ახალი რეკორდების წელიწადი უცხოეთიდან ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით“ - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

დამატებითი ინფორმაცია:აეროსმიტის“ მენეჯმენტის მოთხოვნით, კონცერტს ესწრება მედიის წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა. კონცერტს გადაიღებს მხოლოდ რამდენიმე კამერა და ფოტოგრაფი. „ ბლექ სი არენა “უზრუნველყოფს მასალის დაუყონებლივ მიწოდებას ყველა მედიასაშუალებისთვის.
არენის ტერიტორიაზე აიკრძალება ფოტოაპარატის შეტანა და ე.წ. „სელფის ჯოხის“ გამოყენება.
კონცერტის დღეს, „ბლექ სი არენას“ ტერიტორიაზე ხალხს შესვლის საშუალება 19:00 საათიდან ექნება; (Doors Open 19:00).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ინტერვიუ
ინტერვიუ
კენეტ იალოვიცი: საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის
11:09 02.02.2018

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ