logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2017 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ვალერი მელაძე: მიხარია, რომ ჩემს იუბილეს სწორედ საქართველოში აღვნიშნავ
ვალერი მელაძე: მიხარია, რომ ჩემს იუბილეს სწორედ საქართველოში აღვნიშნავ
12:30 21.04.2017
ყველასთვის ცნობილი მომღერალი, ვალერი მელაძე მალე საქართველოს ეწვევა. ის ქართველ მსმენელს საყვარელ სიმღერებს წარუდგენს და 50 წლის იუბილეს, სიმბოლურად, თავის სამშობლოში, კერძოდ კი, თბილისსა და ბათუმში აღნიშნავს. მომღერალი, მისთვის ძვირფას აუდიტორიას დიდი ხნის მონატრებას და სითბოს გაუზიარებს.
როგორც კონცერტის ორგანიზატორებმა, საერთაშორისო პროდაქშენ ჯგუფმა „ტრიდამ “და კომპანია „არტ მედეამ“ „კვირას“ განუცხადეს, ვალერი მელაძე ამ ტურნესთვის განსაკუთრებულად ემზადება და იმედოვნებს, რომ თბილისსა და ბათუმში დაგეგმილი კონცერტები წარმატებით ჩაივლის.
– ვალერი მელაძე საქართველოში 6 მაისს ჩამოფრინდება და მისი ვიზიტი 10 მაისამდე გასტანს. კონცერტები დაგეგმილია თბილისში – სპორტის სასახლეში 7 მაისს, ხოლო ბათუმში – სახელმწიფო მუსკალურ ცენტრში – 9 მაისს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და სასიამოვნოა, რომ მათზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. იმედი გვაქვს, რომ ორივე კონცერტი წარმატებული იქნება და ქართველ მსმენელს დიდიხანს გაჰყვება ის ემოცია და სითბო, რომელსაც ცნობილი მომღერალი მათ გაუზიარებს.
ცნობილმა მომღერალმა – ვალერი მელაძემ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ რამდენიმე კითხვას თავადაც უპასუხა:

– რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო და ქართველი მსმენელი?

– მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, კერძოდ კი, ბათუმში დავიბადე, შესაბამისად, ეს ქვეყანა ჩემთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებულად მიყვარს. ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ვარ ქართველი. მიხარია, რომ ჩემს იუბილეს სწორედ საქართველოში აღვნიშნავ და მსმენელის წინაშე ყველაზე ძვირფასი და საყვარელი სიმღერებით წარვდგები.

– როგორ ემზადებით კონცერტებისთვის?

– არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ვღელავ, ვიცი, რომ ბოლომდე დავიხარჯები, რადგან მინდა დიდი სითბო და სიყვარული გამოვხატო ქართველი აუდიტორიის მიმართ, რა თქმა უნდა, იგივეს ველი მათგან. რეპერტუარი, რომელიც შევარჩიე, ჩემთვის ყველაზე საყვარელი სიმღერებია, დარწმუნებული ვარ, ორივე კონცერტი თბილისშიც და ბათუმშიც დიდხანს მემახსოვრება მეც და ჩემს მსმენელსაც.
7 მაისს, თბილისის სპორტის სასახლეში და 9 მაისს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მისულ მსმენელს ნამდვილად ელის სასიამოვნო საღამო. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ გადაწყვეტილი და დაგეგმილი ეს კონკრეტული დღეები, დროა, შეიძინოთ ბილეთები და მოემზადოთ ყველასთვის ცნობილ მომღერალთან – ვალერი მელაძესათან შესახვედრად.

ბილეთების შესაძენა შეგიძლიათ: თბილისში https://biletebi.ge/?id=22&ei=x495, ხოლო ბათუმში https://biletebi.ge/?id=22&ei=x494

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ ჩარლზ კუპჩანთან: ნატოში საქართველოს ალიანსში გაწევრიანებაზე ვერ თანხმდებიან
12:05 16.08.2017
რუსეთ-საქართველოს ომზე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მომავალზე, უკრაინის კონფლიქტსა
ინტერვიუ
ვახტანგ ყოლბაია: ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ერთიანი და განუყოფელი საქართველო ჩავაბაროთ
11:42 14.08.2017
14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ გიორგი მარგველაშვილთან: თუ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას მოითხოვს, ამის შემდეგ მსჯელობა შეგვიძლია
11:11 04.08.2017
თბილისში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის დროს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტმა
ინტერვიუ
ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: საქართველოს ხელმძღვანელობამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა
11:20 04.08.2017
საქართველოში ნატო მსხვილმასშტაბიან სამხედრო სწავლებებს „ღირსეულ პარტნიორ-2017“-ს ატარებს.
ინტერვიუ
დენიელ კოჩი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის განხორციელებული ოკუპაცია უნდა დაგმოს
11:01 31.07.2017
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტზე საქართველოში, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს
ინტერვიუ
პოლ ქრეგო: აშშ-ის ბიუჯეტის შეკვეცამ შესაძლოა საქართველოზე იმოქმედოს
09:47 24.07.2017
ამერიკის ადმინისტრაციამ კონგრესს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომელიც კონგრესმა პირველ
ინტერვიუ
ინტერვიუ ტომას მელიასთან: ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოკლებით, საქართველო ყველა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანას უსწრებს
12:10 17.07.2017
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის ყოფილი მოადგილე და