logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის  გამარჯვებულები გამოვლინდნენ
თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
17:05 06.11.2020
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის საკონკურსო კინოპროგრამისა და პირველი ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები გამოავლინეს.

ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებული პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის განვითარების კონკურსში 17 ახალბედა კინორეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის პროექტი მონაწილეობდა, რომელთა შორის ჟიურიმ სამი საუკეთესო გამოავლინა:
• I ადგილი- „ჩატვირთვა“ - რეჟისორი: გიორგი წილოსანი, პროდიუსერი: გიორგი წილოსანი, გიორგი კვინტრაძე;
• II ადგილი - „დიდი და პატარა ხელები“ - რეჟისორი ვაჟიკო ჩაჩხიანი, პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი;
• III ადგილი - „დაბრუნება“ - რეჟისორი: გურამ ბაქრაძე, პროდიუსერი: ანი კაშია.
გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, რომლებიც სცენარის განვითარებასა და პროექტის წინსვლას მოხმარდება.

თბილისის საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალისსაკონკურსო პროგრამაში წელს 5 ქვეყნის 5 საუკეთესო კინოსკოლა მონაწილეობდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გერმანიის, პოლონეთის, ისრაელის, არგენტინისა და საქართველოს კინოსკოლების სპეციალური 120 წუთიანი კინოპროგრამების ნახვა ე.წ. Live Stream-ის მეშვეობით იყო შესაძლებელი.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კინოპროგრამის გამარჯვებულები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში:
• საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი ¬¬¬-THE PACK OF THREE by Kevin Zayat / არგენტინა;
• საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - SHENDY WU A DIARY by Ingrid Prokoper / არგენტინა;
• საუკეთესო ანიმაციური ფილმი - GUILT by Marcjanna Urbańska / პოლონეთი;

ჟიურის გადაწყვეტილებით, ასევე გაიცა სპეციალური აღნიშვნის 4 დიპლომი რეჟისურისათვის, რომელიც გადაეცა: ზვიად ციკოლიას ფილმისთვის „საზღაური“; Lasse Holdhuss / Moonjump გერმანია; Juana Varela / Ruido – Noise არგენტინა; Roy Alon / Late Kaddish ისრაელი.

3-6 ნოემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალს უმასპინძლა. პანდემიის გამო, ფესტივალი წელს ონლაინ ფორმატში გაიმართა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა