logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის” 2020 წლის კონკურსი დასრულდა
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის” 2020 წლის კონკურსი დასრულდა
13:20 27.10.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ და საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის” ფინალური ღონისძიება გახსნეს.

კონკურსში ჩართული 700-მდე სკოლის მოსწავლე მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით, სოციალურ, საგანმანათლებლო და კვლევით ღონისძიებებს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებდა.

კონკურსში მონაწილე სკოლებიდან გამოვლენილი 34 ფინალისტიდან, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლამ მოიპოვა.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის მიმართულებით მთელი რიგი ცვლილებების განხორციელებაზე, ახალი კანონპროექტების შემუშავებასა თუ ინოვაციური მიდგომების დანერგვაზე; თუმცა, თითოეულმა ჩვენგანმა კარგად იცის, რომ ჩვენი ძალისხმევა არ იქნება შედეგიანი თუ ამ ყველაფერს ხარისხიანი განათლებით არ გავამყარებთ”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყება, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტიურად იყო ჩართული კონკურსის ყველა ეტაპზე. შესრულებული სამუშაოების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით, ცენტრმა რამდენიმე ნომინაცია დააწესა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა ქ.თბილისის 176-ე საჯარო სკოლის პედაგოგს, გიორგი სებისკვერაძეს „მწვანე ჯილდო 2020“ გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის გადასცა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის რჩეული „ეკოსპიკერი“ მოსწავლე ქ.სენაკის წმ.ალექსი შუშანიას სახელობის სკოლის წარმომადგენელი ანა შამათავა გახდა. ასევე, ფინალში შეირჩა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეული ეკოკლუბი. აღნიშნული ჯილდო ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის გუნდს გადაეცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტრადიციული პრიზი „ერთი დღე მინისტრთან“ კი გამარჯვებული გუნდის ლიდერს ამინა ხანგოშვილს გადაეცა, რომელიც ერთ სამუშაო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად იმუშავებს.

სასკოლო გარემოსდაცვით კონკურსი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია” CENN-ის მიერ, 2015 წლიდან, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროები და საქართველოს პარლამენტი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა