logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
logo2
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელმა თელავის თეატრის მსახიობებს სპექტაკლის პრემიერა მიულოცა
მიხეილ ჩხენკელმა თელავის თეატრის მსახიობებს სპექტაკლის პრემიერა მიულოცა
10:48 01.08.2020
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 30-31 ივლისს ახალი სპექტაკლის „COVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

სპექტაკლის ჩვენება ღია ცის ქვეშ ჩატარდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ.

პიესა სპეციალურად თელავის თეატრისთვის ნიკა რამიშვილმა დაწერა. „COVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ მოგვითხრობს შეზღუდვების ფონზე ერთ ოჯახში განვითარებულ ისტორიას.

სპექტაკლის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა თელავის თეატრის რეჟისორსა და დასს პრემიერა პირადად მიულოცა, სამინისტროს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცა, წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.

„COVID-19 ანუ შეზღუდვები ართულად“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი სპექტაკლია ქართულ თეატრალურ სივრცეში, რომელიც პანდემიის თემატიკას ეხება.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალურ გამფორმებელია კახა გოგიძე; სცენოგრაფია და კოსტუმები მხატვარ ქეთი ნარეკლიშვილს ეკუთვნის; რეჟისორის თანაშემწე – დავით ნაცვლიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურა ლომიძე, ეთერ ბაბილაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნონა ხუმარაშვილი, დათა ხუნაშვილი, მარიამ მაისურაძე, ლექსო რაზმაძე-ცინკვერაშვილი.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორია ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში იწყება. მეფე ერეკლეს მიერ რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნილმა ახალგაზრდებმა (დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანიშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი) სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თეატრალური დასის შექმნა გადაწყვიტეს. თეატრს სათავეში ედგა გიორგი ავალიშვილი. თელავის თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: გაბრიელ მაიორი, დავით მაჩაბელი, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ლადო მესხიშვილი, დავით აწყურელი(გამყრელიძე), ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ალ. ყაზბეგი, სერგო ზაქარიაძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა