logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ჩასატარებლად თბილისში საორგანიზაციო სამუშაოები დაიწყო
შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ჩასატარებლად თბილისში საორგანიზაციო სამუშაოები დაიწყო
12:06 21.05.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციას შორის შედარებითი ლიტერატურის კონგრესის ერთობლივად ჩატარების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც თსუ რექტორმა გიორგიშარვაშიძემ და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო ასოციაციის (ICLA) პრეზიდენტმა სანდრა ბერმანმა მოაწერეს ხელი.

ხელმოწერის ცერემონია ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

შეთანხმების თანახმად, კონგრესი 2022 წლის 25-30 ივლისს თბილისში გაიმართება და მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი უმასპინძლებენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მემორანდუმზე ხელმოწერით შედარებითი ლიტერატურული კონგრესისთვის აქტიური მზადება დაიწყო. "საერთაშორისო და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტებია ჩამოსაყალიბებელი, უნდა განისაზღვროს კონგრესის მთავარი სტუმრები. ბევრი საინტერესო და ცნობილი ადამიანი ჩამოვა - ისინი, ვისაც აინტერესებს და უყვარს ლიტერატურა. ძალიან საამაყოა, რომ პირველად პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ასეთი რანგის ღონისძიება ტარდება. ამ დღეებში თბილისი ნამდვილად მსოფლიო ლიტერატურის დედაქალაქად გადაიქცევა," - განაცხადა თსუ რექტორმა. გიორგი შარვაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ლიტერატურულ კონგრესში დედაქალაქთან ერთად რეგიონებიც მაქსიმალურად იქნებიან ჩართულები.

თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაეყარა საფუძველი. "შედარებითი ლიტერატურის კონგრესის მიმდინარეობისას 2000 დელეგატი ჩამოვა თბილისში. აქ თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურათმცოდნეები, კრიტიკოსები, კულტუროლოგები, მთარგმნელები, გამომცემლები, მწერლები... ერთი კვირის განმავლობაში თბილისი იქნება ლიტერატურის ქალაქი. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ კონგრესისთვის მოსამზადებელი პერიოდი წარმატებით ჩაივლის," - აღნიშნა ირმა რატიანმა.

ფორუმი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, დღემდე არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩატარებულა. პირველი კონგრესი 1955 წელს ვენეციაში (იტალია) გაიმართა, გასულ წელს კი მას მაკაუმ (ჩინეთი) უმასპინძლა.

2022 წლის კონგრესის თემაა "მსოფლიო ლიტერატურების გადააზრება: გლობალური და ლოკალური, ცენტრალური და მარგინალური მიმართულებები". კონგრესის ფორმატი ითვალისწინებს სხვადასხვ ა სახის ვორკშოპების და თემატური შეხვედრების ჩატარებას, მათ შორის, შეხვედრებს ქართველ ლიტერატორებთან და კრიტიკოსებთან, ქართველ მწერლებთან, ასევე ახალგაზრდა ქართველ ლიტერატორებთან.

2022 წელს ამ კონგრესის ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის ქართული მწერლობის ინტერნაციონალიზაციის მასშტაბებს.

კონგრესის თანაორგანიზატორები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა