logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ
კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ
17:45 02.04.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

დაინტერესებულ საზოგადოებას ვირტუალურ გამოფენებს, საინტერესო აღმოჩენებსა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს მუზეუმებიც გაუზიარებენ: ეროვნული მუზეუმის სოციალურ ქსელებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი კოლექციები, საარქივო მასალები, სტატიები და ონლაინ ლექციები კულტურული და ბუნების მემკვიდრეობის შესახებ. ასევე, ვირტუალური ტურები კურატორების მონაწილეობით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სოციალური ქსელის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლები, ვირტუალურად დაათვალიეროს მუზეუმები და სამხატვრო გალერეები, ასევე მეფის სასახლე-მემორიალის დარბაზები და სხვა.

ონლაინ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას მწერალთა სახლის ლიტერატურული სახელოსნოც, რომლის პედაგოგი დათო გაბუნია უფროსკლასელთათვის ლექციებს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე "ზუმის" ონლაინ პლატფორმის საშუალებით ატარებს.

გარდა ამისა, გრძელდება პროექტი "ბავშვები მწერალთა სახლში", რომელსაც საბავშვო ავტორი ვასო გულეური უძღვება და კვირაში სამჯერ პატარებს ლექსებსა და სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებებს თუ ზღაპრებს ონლაინ უკითხავს.

ასევე, საზოგადოებას ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებების ფორმატში ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენებებს სთავაზობს : "ნამე" – რეჟისორი ზაზა ხალვაში, "მოირა" – რეჟისორი ლევან თუთბერიძე, "ნეტავ იქ თეატრი არის?!" – რეჟისორი ნანა ჯანელიძე და სხვა.

მრავალფეროვანი და საინტერესო ონლაინ აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ განთავსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურის ორგანიზაციების სოციალურ ქსელში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა