logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თსუ-ში წიგნის - „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია და გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“ გაიმართა
თსუ-ში წიგნის - „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის“ პრეზენტაცია და გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“ გაიმართა
22:10 10.02.2020
ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი ლექტორის ვახტანგ ღამბაშიძისადმი მიძღვნილი წიგნის „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომი“ პრეზენტაცია გაიმართა და გამოფენა „ვახტანგ ღამბაშიძის ალბომის პერსონაჟები“ გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, ვახტანგ ღამბაშიძის შთამომავლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ, ვახტანგ ღამბაშიძის მიერ დაარსებული სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები, რომელსაც თან ერთვის მათი ბეჭდური ვარიანტი, კომენტარები და საძიებლები.

„ღამბაშიძეების ოჯახთან დაკავშირებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია. ისინი უნივერსიტეტის პირველი პროფესორები გახლდნენ, ხოლო ქალიშვილი იყო პირველი სტუდენტი, რომელზეც გაიცა უნივერსიტეტის პირველი სტუდბილეთი. სანატორიუმ „პატარა ცემის“ წიგნში იმდროინდელი ინტელექტუალური საზოგადოების წარმომადგენელთა ჩანაწერებია წარმოდგენილი, მათ შორის, ერთ-ერთი პირველია აკაკი წერეთლის ლექსი.

გამოცემა უნიკალურია, რითაც მომავალი თაობა გაეცნობა საუკუნისწინანდელ ეპოქას,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვახტანგ ღამბაშიძის საქართველოში ყოფნისა და ემიგრაციაში მოღვაწეობის პერიოდზე ისაუბრა: „ღამბაშიძეების გამიჯვნა უნივერსიტეტისგან შეუძლებელია. ეს ოჯახი გამორჩეული იყო საქართველოში ექიმ ღამბაშიძის მოღვაწეობით - საუკუნის წინ ვახტანგ ღამბაშიძემ დაუდო საფუძველი კურორტს „პატარა ცემი“. მას ჰქონდა მედიცინაზე ევროპული ხედვა. მისი ოჯახი გამორჩეული იყო საფრანგეთის ქართულ ემიგრაციაშიც. მე გავიზარდე ვახტანგ ღამბაშიძის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ჩვენი ოჯახები ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. მათ ოჯახში ქართული ემიგრაციის მნიშვნელოვანი შეკრებები იმართებოდა, რომლის ირგვლივაც ცოცხლობდა ემიგრაცია. ვახტანგ ღამბაშიძე არ მიჯნავდა ქართველობას და საქართველოს მომავალს ევროპისგან. სწორედ ეს სულია ამ წიგნში გადმოტანილი,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და იუნესკოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი იხსენებს „პატარა ცემის“ ჩანაწერების აღმოჩენის ისტორიას: „ვახტანგ ღამბაშიძის შვილიშვილის, ქალბატონ ნათელა ნიკოლაძე-ვილკურის პირად არქივში ვნახე მოგონებების ეს წიგნი, რომელიც რელიკვიად ჰქონდათ შენახული. ოჯახი დავარწმუნე, რომ წიგნი იქნებოდა მნიშვნელოვანი შენაძენი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის. ქალბატონმა ნათელამ გარკვეული პერიოდით გვათხოვა ეს წიგნი, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამოცემაზე მუშაობის დასაწყებად. ვახტანგ ღამბაშიძე პირველი რესპუბლიკის დასრულების შემდეგ, ემიგრაციაში არჩეული იყო ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ. იგი უფასოდ მკურნალობდა იქაურ ქართველებს,რომლებსაც ფინანსური პრობლემები ჰქონდათ. მათ შორის, მკურნალობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილსაც.“

წიგნის შემდგენლები არიან თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე და ფილოლოგიის დოქტორი ჯულიეტა გაბოძე. „წიგნში გაცოცხლდა მე-19-20 საუკუნეების პირველი მეოთხედის რეალობა, გაცოცხლდნენ ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ვახტანგ ღამბაშიძე გახლდათ ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე, რომელსაც ქართული უნივერსიტეტის დაარსების იდეა, ჯერ კიდევ, 1916 წელს ჰქონდა პეტრე მელიქიშვილთან ერთად,“- აღნიშნა რუსუდან კობახიძემ. ჯულიეტა გაბოძის თქმით, ვახტანგ ღამბაშიძის მოგონებების წიგნის პირველი ჩანაწერი ეკუთვნის აკაკი წერეთელს, წიგნში ასევე შევხვდებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის, მიხაკო წერეთლის, ალექსანდრე აბაშელის ჩანაწერებს. „წიგნში თავი მოიყარა 140 ქართველი და უცხოელი ცნობილი ადამიანის ჩანაწერებმა, ავტოგრაფებმა. გამოცემა არის სამენოვანი - ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე. ვფიქრობთ რომ ყველანაირად ავასრულეთ ბატონი ვახტანგის ოცნება,რადგან ის „ოცნებით წარმოსადგენს“ უწოდებდა წიგნის გამოცემას, 116 წლის შემდეგ ეს ოცნება ახდა, ზუსტად ბლოკნოტის ფოტოტიპურად გამოვეცით წიგნი,“- აღნიშნა ჯულიეტა გაბოძემ.
ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის ვახტანგ ღამბაშიძის ოჯახი მჭიდროდ იყო დაკავშირებული პირველ ქართულ უნივერსიტეტთან. მისი ქალიშვილი მედეა ღამბაშიძე იყო 1918 წელს დაარსებული უნივერსიტეტის პირველი სტუდენტი. თავად ვახტანგ ღამბაშიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე უსასყიდლოდ კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში ჰიგიენის ფაკულტეტზე, საქვეყნოდ ცნობილმა ექიმმა კურორტი ცემი დააარსა. მისი მეუღლე ვანდა ღამბაშიძე უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს ინგლისურ ენაში.

წიგნში გამოქვეყნებულია ცნობილ ქართველ და უცხოელ მოღვაწეთა მიერ სანატორიუმ „პატარა ცემის“ შთაბეჭდილებათა წიგნში გაკეთებული უნიკალური ჩანაწერების (1904-1946 წწ.) ფოტოასლები, რომელსაც თან ერთვის მათი ბეჭდური ვარიანტი, კომენტარები და საძიებლები. წიგნში მოცემულია, აგრეთვე, რამდენიმე ჩანახატი, მათ შორის ცნობილი პოლონელი ფუტურისტი მხატვრის, თბილისური არტისტული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ფიგურის, ზიგმუნტ ვალიშევსკის „ცემის პეიზაჟი“ და პოიარკოვის „ვახტანგ ღამბაშიძის პორტრეტი.“


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა