logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა
19:53 14.01.2020
14 იანვარი ქართული თეატრის დღეა - წლევანდელი თარიღი, თეატრალური საზოგადოებისა დასაქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის გადაწყვეტილებით, მიეძღვნა ისტორიული ჰერეთის –სოფელ ალიბეგლოს დრამატულ თეატრს, რომელიც სახელმწიფო სტატუსის მქონე ერთადერთი ქართული თეატრია საქართველოს ფარგლებს გარეთ.

ქართული თეატრის დღის აღსანიშნად გაიმართა სპეციალური ღონისძიება. მასში მონაწილეობა მიიღო ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასმა, რომელიც სრული შემადგენლობით თბილისს აზერბაიჯანიდან სპეციალურად ამ დღისთვის ეწვია. ღონისძიების ფარგლებში ალიბეგლოს დრამატული თეატრის დასის წევრებს ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ; თეატრის დამაარსებელს, ანზორ დოლენჯაშვილს,სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია, თეატრის მესვეურებს კი– „ამაგდარის“ წოდება მიენიჭა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დასის წევრებს ქართული თეატრის დღე პირადად მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა:

“წლევანდელი იუბილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია -თეატრალური საზოგადოებისა და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის გადაწყვეტილებით, ეს დღე ეძღვნება ალიბეგლოს დრამატულ თეატრს, რომელიც ერთადერთი სახელმწიფო სტატუსის მქონე ქართული თეატრია საქართველოს ფარგლებს გარეთ. ყველა ჩვენგანი აცნობიერებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ქართული მხატვრული სიტყვა ხმამაღლა ისმოდეს ისტორიულ ჰერეთში. ხელისუფლების, ჩვენი სამინისტროს, მთელი ჩვენი საზოგადოების სახელით მადლობას ვუხდი თეატრის ხელმღვანელობას, რეჟისორებს, დასის თითოეულ წევრსა და თანამშრომელს. მათი დღევანდელი დაჯილდოება მხოლოდ მცირედი დაფასებაა იმ დიდი სახელმწიფოებრივი და ეროვნული საქმისა, რასაც ასეთი თავდადებით ემსახურებიან. კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ქართული თეატრის დღეს თითოულ მსახიობს, რეჟისორს, დრამატურგს, სცენოგრაფს, თეატრის ყველა მუშაკსა და, რასაკვირველია, ერთგულ მაყურებელს.”

1980-1981 წლებში ისტორიული ჰერეთის სოფელალი ბეგლოში თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტები: მანანა კვირკველია და მზია მჭედლიშვილი ჩავიდნენ, რომლებმაც პირველი სპექტაკლი „სალამურა“ დადგეს. მოგვიანებით რეჟისორმა ანზორ დოლენჯაშვილმა საინგილოში ქართული პროფესიული თეატრი დააარსა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭა. დღეს თეატრის დასი 20 კაცისგან შედგება და მის რეპერტუარში 10 სპექტაკლია.

ქართული პროფესიული თეატრის ისტორიის მთავარი ეტაპი პოეტისა და დრამატურგის, გიორგი ერისთავის, სპექტაკლით „გაყრა“ იწყება, რომელიც მან 1850 წლის 2 (14) იანვარს თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში დადგა. ეს თარიღი მიჩნეულია ქართული თეატრის აღდგენის თარიღად და XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აღინიშნება, როგორც ქართული თეატრის დღე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა