logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
კონკურსმა „ქართული ა“ გამარჯვებულები გამოავლინა
კონკურსმა „ქართული ა“ გამარჯვებულები გამოავლინა
16:48 01.11.2019
შრიფტების კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. პროექტი, რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისი ბანკის ინიციატივით უკვე მეორედ ტარდება, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.
„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსში გამარჯვებული ახალი ქართული შრიფტები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

გამარჯვებულები ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა.
• ლაკონური - ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი)
1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი
2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი
• აკადემიური - ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი)
1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი
2 ადგილი - სერგო ტიტენკოვი
• მხატვრული - ა (მხატვრული შრიფტი)
1 ადგილი - ჯუმბერ ბეჭვაია
2 ადგილი - ლიზი ქანდარია
• გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი)
1 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი
2 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი
• ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა)
1 ადგილი - ლაშა გიორგაძე
2 ადგილი - ზურაბ მიმინოშვილი
• ტექნიკური - ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად)
1 ადგილი - დათო ხარაშვილი
2 ადგილი - მექი გიორგაძე
• ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია)
1 ადგილი - ალექსანდრე ჩარკვიანი
2 ადგილი - დათო ხარაშვილი
• თანამედროვე ა
1 ადგილი - ლაშა გიორგაძე
2 ადგილი - გიორგი ახუაშვილი

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი - 1000 ლარით.
კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლო, თუმცა მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაერეგისტრირებინათ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ. წელს კონკურში მონაწილეობას 200-მდე ნამუშევარი იღებდა.
ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.Georgiana.ge


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა