logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
დედაქალაქში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi იმართება
დედაქალაქში Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi იმართება
14:41 30.10.2019
დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისში მეათედ გაიმართება თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული. მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციები. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსები, ფოტოგრაფები და რედაქტორები ეწვევიან.

ღონისძიების მნიშვნელობა წელსაც ზუსტად ეხმიანება Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის კონცეფციას. თანამედროვე მოდის ინდუსტრია ხელოვნების წარმოჩენასთან ერთად ცდილობს საზოგადოების ყურადღების გამახვილებას მისი სოციალური როლისადმი. ამიტომაც, 30 ოქტომბერს, პრესკონფერენციის შემდეგ, 12:00 საათზე სასტუმრო “სტამბაში” მოდის კვირეულის ორგანიზატორსა და გაეროს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ორგანიზაციის საქართველოს ოფისს შორის გაფორმდება მემორანდუმი, რომლის მთავარი მიზანი ქალთა ძალადობის თემაზე ცნობიერების ამაღლებაა. მემორანდუმის ფარგლებში UNFPA Talk-ს გაიმართება, სადაც სასაუბროდ წარმოდგენილი იქნება თემა – Yes! You Empower Society.

ამავე საღამოს 17:00 საათზე კინოთეატრ “ამირანში” მაყურებელს საშუალება ექნება პირადად ესაუბროს ახალგაზრდა რეჟისორს, ტომას ოკსას და იხილოს დოკუმენტური ფილმები Intersex Army და In this Climate. 27 წლის დოკუმენტალისტი „LIBERATUM”-ის კრეატიული დირექტორია, რომლის ინტერესის საგანი სამყაროს გლობალური გამოწვევები, სოციალური სტიგმა და უმცირესობების პრობლემებია.

კინოჩვენების დასრულებისთანავე „ღვინის ქარხანა N1“-ში კვირეულის სტუმრები არტისტის და ფოტოგრაფიაში ახალი გამომსახველობითი ხერხების ოსტატის ჯონათან ჰალამის გამოფენას „La Femme De Cabine - Martin Margiela“-ს დაესწრებიან. ფოტოგრაფმა, რომელიც 1997-2008 წლამდე მარჯიელას ისტორიას და კულისებს იღებდა, თავდაპირველად მოდის სახლთან თანამშრომლობა თმის სტილისტად დაიწყო, თუმცა, მალევე დიზაინერის გარემოცვის წევრი გახდა.
ჯონათან ჰალამის გამოფენის დამთვალიერებელი, ანონიმი ქალების 32 პორტრეტით, ბრენდის ისტორიის ყველაზე დაფარულ, მნიშვნელოვან და უნიკალურ მომენტებს იხილავს. აღსანიშნავია, რომ პარიზის დახურული ჩვენების შემდეგ თბილისი მეორე ქალაქი იქნება, რომელიც ამ პრივატულ გამოფენას უმასპინძლებს.

მომდევნო დღეებში თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ძირითადი ნაწილი ქართველი დიზაინერების კოლექციების ჩვენებას დაეთმობა. მოდის კვირეულის უმეტესი ჩვენებები ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება, თუმცა ცალკეული დიზაინერებისთვის ის თბილისის სხვა ადგილებშიც ჩატარდება.

31 ოქტომბერს კაფე „ლოლიტაში“ Pitti Imagine-ის ორგანიზებით ბიკემბერქსის კრეატიული დირექტორის, დიზაინერის ლიი ვუდის მასტერკლასი გაიმართება, რომლის წარმდგენი არის SOLO. მილანში გადასვლის შემდეგ 1998 წლიდან ის 16 წლის განმავლობაში დონატელა ვერსაჩესთან თანამშრომლობდა. ოთხი წლის წინ კი მილანის მოდის კვირეულზე წარდგენილ მის ახალ ლეიბლს “ l72“ უდიდესი წარმატება ხვდა წილად.

1 ნოემბერს, კვირეულის ფარგლებში, მწერალთა სახლში პაველ პავლიკოვსკის თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ პირადად გაესაუბრონ ცნობილ პოლონელ რეჟისორს. „ცივი ომის“, „იდას“, „ქალი მეხუთე ოლქიდან“, „ჩემი სიყვარულის ზაფხულის“ ავტორს, რომელსაც ამერიკელი კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს - ოსკარების ტრიუმფატორად და ინტელექტუალური კინოს ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად იცნობენ.

3 ნოემბერს, საღამოს 19:00 საათზე, ესპანელი დიზაინერის – Dominnico-ს ჩვენება გაიმართება, ხოლო კვირეულის დასკვნით დღეს, 4 ნოემბერს მაყურებელი VIRGIL ABLOH-ის პროტეჟეს და სოციალური ქსელებში ძალიან მოთხოვნადი ახალგაზრდა დიზაინერის, სამუელ როსის გამოფენას იხილავს. მან 2015 წელს, ლონდონში, 25 წლის ასაკში დაარსა პირველი ბრენდი “A COLD WALL”, რომლის წლიურმა ბრუნვამ 1.7 მილიონს მიაღწია. ამჟამად ის პარტნიორობს “NIKE”-თან, Mercedes-Benz Fashion პლატფორმასთან და მის კამპანიასთან „HOW TO”.

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს ასზე მეტი საერთაშორისო სტუმარი დაესწრება. სსიპ-ის - "აწარმოე საქართველოში" დამსახურებით თბილისში მსოფლიო მოდის დედაქალაქების ისეთი პრესტიჟული სავაჭრო ცენტრებიდან, როგორიცაა Galeries Lafayette, Harvey Nichols, Moda Operandi, Browns Fashion და სხვა, შემსყიდველების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ცნობილი გამოცემების: Elle, Vogue US, Vogue Italy, Vogue Japan, Vogue Poland, VOGUE Nederland, Vogue Russia, Vogue Czech, Vogue Mexico & Latin America, I-D Magazine, Dazed Magazine, Le Figaro, Conde Nast International, Forbes USA, Marie Claire Turkey, L’Officiel Paris, L’Officiel Turkey, Esquire Turkey, LVMH Group, The Times, Business of Fashion მთავარი რედაქტორები და ჟურნალისტები კვლავ ეწვევიან თბილისს.

დღეისათვის ქართველი დიზაინერების სამოსი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველაზე პოპულარულ გალერეებსა და ბუტიკებში იყიდება. ქართველი დიზაინერების ნამუშევრები მსოფლიო ვარსკვლავებმა მოირგეს და ხშირად მათ სასცენო კოსტიუმებადაც ირჩევენ, მათ რიცხვშია: Lady Gaga, Bjork, Rihanna, Heidi Klum, Katy Perry, Beyoncé Knowles, Winnie Harlow, Olivia Culpo, Isabelle Huppert, Elle Fanning, Gigi Hadid, Paloma Faith, Lord, Kelela, Ashlee Simpson, Kat Graham, Amber Valletta, Jessie J, Kelly Zutrau, Janice Delon, Kristen Noel, Nathalie Kelley, Kelly Rowland, Solange Knowles, Kendall Jenner, Alek Wek, Pamela Anderson, Kourtney Kardashian, Mary J Blige, Angelina Jolie, Bella Hadid, Doutzen Kroes, Elizabeth Sulcer, Tiffany Hsu, Jessica Chastain, Lindsay Lohan, Isla Fisher, Tiffany Hsu, იორდანიის დედოფალი Rania, Kelsea Ballerini, Mathilde Ollivier და სხვა.

25 წელია, რაც Mercedes-Benz მოდის ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებების ჩვენებების პარტნიორად იქცა. ანალოგიური მოდის კვირეულები ბერლინში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, სტამბულში, მოსკოვში და კიდევ სხვა მრავალ ქალაქში ტარდება. ის 90 ქვეყანაში უწყობს ხელს ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენას და მათ მსოფლიოს აცნობს.

პროექტის გენერალური პარტნიორები არიან: კომპანია Mastercard, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ოფიციალური მინერალური წყალი „ბორჯომი“ და მოდის კვირეულის პარტნიორი - ბრენდი Tresemme.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა