logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება
UNESCO-ს გადაწყვეტილებით თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება
13:19 08.10.2019
UNESCO-ს გადაწყვეტილებით, თბილისი 2021 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება.ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრეს.

კახა კალაძის განცხადებით, იუნესკოს ინიციატივით, ყოველწლიურად მსოფლიოს ერთ-ერთი ქალაქი მსოფლიოს წიგნის დედაქალაქი ხდება.წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის მოსაპოვებლად, თბილისის მერიამ და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებამ განაცხადი საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის (საგარეო საქმეთა სამინისტრო) მხარდაჭერით მიმდინარე წლის მაისში წარადგინეს.

„აღსანიშნავია, რომ ჩვენ პირველივე ცდაზე მოვიპოვეთ წიგნის დედაქალაქის სტატუსი, რასაც ბევრი ქალაქი მრავალი მცდელობის მიუხედავად ჯერ კიდევ ვერ ახერხებს და ეს გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გახდა ცნობილი, ძალიან მნიშვნელოვანია.თბილისის, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი 2021 წლის 23 აპრილს ამოქმედდება და ზუსტად 1 წლის განმავლობაში გაგრძელდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი არის ქალაქის, როგორც მთავარი კულტურული ცენტრის აღიარება. წინა წლების სტატისტიკის თანახმად, წიგნის მსოფლიო დედაქალაქს 500 000-დან 1 000 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ღონისძიების თბილისში ჩატარება ტურისტების მოზიდვის კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს ნიშნავს ძალიან ბევრ ლიტერატურულ ღონისძიებას, ეს ნიშნავს ქალაქის და ქვეყნის კულტურული ცხოვრებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას, ეს ნიშნავს ათასობით ტურისტს (ცნობისთვის, ამსტერდამში აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში 2 მილიონი ტურისტის შემოსვლა დაფიქსირდა); ერთი მხრივ, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მწერლებისა და პოეტებისთვის, მეორე მხრივ კი ჩვენი ტურისტული შესაძლებლობების გაზრდის თვალსაზრისით. ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი ჩამოვა და შესაძლებელი იქნება, საქართველოს და თბილისის სახელი გავიტანოთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

WorldBookCapital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2002 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. ის მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.სააპლიკაციო პროცესი რთული და კომპლექსურია. აპლიკაცია ერთდროულად უნდა მოიცავდეს, როგორც ქალაქის სრულ ისტორიულ და თანამედროვე სურათს, ასევე, ორი წლის მანძილზე ზედმიწევნით გაწერილ გეგმას - თუ რა ტიპის ღონისძიებები განხორციელდება პროექტის ფარგლებში და რა მნიშვნელობა ექნება პროექტს ქალაქის განვითარებაზე ხანგრძლივ პერსპექტივაში.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ წარდგენილი აპლიკაცია გადაწყვეტილების მიმღებთათვის საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან მასში ჩანს როგორც პროექტის თანამედროვე კონცეფცია, ასევე სამთავრობო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ჰარმონიული თანამშრომლობა, პროექტების განხორციელების თანამედროვე გზები, ასევე, პროექტებში ეთნიკური უმცირესობებისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მაქსიმალური ინტეგრაცია.
თბილისის მერმა კახა კალაძემ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ აღნიშნულ ღონისძიებას, 2012 წელს, დედაქალაქი მომზადებული შეხვდება.
„მე პირობას გაძლევთ, რომ 2021 წელს, დედაქალაქი მომზადებული შეხვდება ამ ღონისძიებებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ უწყებას და ადამიანს, ვინც ჩვენს დედაქალაქის საკუთარი მცდელობით და მუშაობით ასეთი წარმატება მოუტანა. მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს,განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებას, ეროვნულ ბიბლიოთეკას, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას და ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ საქმეში“,- განაცხადა კახა კალაძემ.

იუნესკომ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის ფართომასშტაბიანი პროექტი 2002 წელს დაიწყო, ხოლო პირველი დედაქალაქი ალექსანდრია გახდა. ამჟამად, წიგნის დედაქალაქი შარჟაა, რომელმაც სტატუსის მოპოვება მერვე ცდაზე მოახერხა. მეხუთე ცდაზე გაუმართლა მალაიზიის დედაქალაქს. კუალა ლუმპური შარჟასგან წიგნის დედაქალაქის ტიტულს 2020 წელს გადაიბარებს.რაც შეეხება თბილისს, ის ამ სტატუსს 2021 წლის 23 აპრილიდან გადაიბარებს და ერთი წლის მანძილზე აუდიტორიას მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებს. გახსნით და ძირითად ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ UNESCO-ს წარმომადგენლები და საკონსულტაციო კომიტეტის წევრები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის