logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
თბილისში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ დასრულდა
თბილისში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ დასრულდა
16:09 06.09.2019
თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგა მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე, რომელმაც ორკესტრთან ერთად შეასრულა მანუელ დე ფალიას ნაწარმოები „ჯადოქარი სიყვარული“. მანამდე კი ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით ააჟღერა მანუელ დე ფალიას ნაწარმოები „სამწვეტიანი ქუდი“ და ბეთჰოვენის სიმფონია N. 8.

"ღამის სერენადების" დამაგვირგვინებელი კონცერტის მსმენელმა მონაწილეები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და შეძახილებით დააჯილდოვა. ნინო სურგულაძემ კი დამსწრე საზოგადოების მოთხოვნით, ბისზე თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით კიდევ ერთხელ მოაჯადოვა მსმენელი.

ნინო სურგულაძე, მეცო სოპრანო:
„ჩემი შეფასებით, ფესტივალი იყო ძალიან წარმატებული, ძალიან დატვითრული საინტერესო სტუმრებით და არაჩვეულებრივი რეპერტუარით.
ყოველთვის ასე ითვლება, რომ მთავარია დასაწყისი და დაბოლოება. მიხარია, რომ "ღამის სერენადები" ასე პოზიტიურად დასრულდა და ბისიც სასიამოვნოა მუდამ. ეს იმას ნიშნავს, რომ საღამო ემოციური და დასამახსოვრებელი იყო ჩვენთვის, განსაკუთრებით, მონაწილეებისთვის.
რაც შესრულდა, ვფიქრობ, ემოციური, საინტერესო და ძალიან საპასუხისმგებლო იყო და მიხარია, რომ ეს ყველაფერი - ემოცია, დადებითი ენერგია - გადავიდა მაყურებლზე. ერთი სული მაქვს, კიდევ როდის შევხვდები ქართველ მსმენელს.
რაც შეეხება "ღამის სერენადებს", ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, იმიტომ რომ ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალით ძალიან დიდი საქმე კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის.

გიორგი ისაკაძე, "ღამის სერენადების" სამხატვრო ხელმძღვანელი:
„დასრულდაჩვენი ფესტივალის დასკვნითი კონცერტი. ჩვენმა ორკესტრმა ბრწყინვალედ შეასრულა ბეთჰოვენის სიმფონია და, რა თქმა უნდა, ჩვენმა ვარსკვლავმა ნინო სურგულაძემ აღაფრთოვანა პუბლიკა. მისი დაუვიწყარი ხმა ჯერ კიდევ ყურში ჩაგვესმის.
ბედნიერი ვარ, რომ მართლაც შესანიშნავი ფესტივალი შედგა, მასში დიდი შემოქმედებითი შრომა იყო ჩადებული. ვუმადლი პუბლიკას ასეთი თბილი შეხვედრისათვის და გემშვიდობებით ერთი წლით“.

თამარ ტალიაშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე:
„ამის სერენადები" განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ოთხი ათეული წლის წინ ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, ბიჭვინთაში გაიმართა პირველად ეს ფესტივალი და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფესტივალი გრძელდება. ის განსაკუთრებით მასშტაბური იყო წლევანდელ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალი გაგრძელდება და ნამდვილად დადგება დღე, როდესაც "ღამის სერენადები" კვლავ დაუბრუნდება აფხაზეთს და მაშინ გვექნება "ბათუმი-თბილისი-ბიჭვინთის „ღამის სერენადები".

მაკა ნასრაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე:
„ფესტივალი "ღამის სერენადები" კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილად გამორჩეული ფესტივალია, რომელიც თბილისის და ბათუმის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის უკვე აღდგენიდან მე-11 წელია ტარდება.
მერია ამ ფესტივალის მუდმივი ერთგული მხარდამჭერია. მინდა, მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს "ღამის სერენადების" ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, მერია კი კვლავაც გააგრძელებს ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის მხარდაჭერას“.

„ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები. ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი. ფესტივალის მთავარი დირიჟორი გახლავთ ვახტანგ მაჭავარიანი.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა; ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები: კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის